ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცს, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნება, კონკრეტული კრიტერიუმები გააჩნია სასურველი ქალის შერჩევის საკითხში.
თუმცა, საინტერესო იქნებოდა, გაგვეკეთებინა ექსპერიმენტი - როგორი შეიძლება იყოს ქალი, რომელიც თორმეტივე ნიშნით დაბადებული მამაკაცის სიმპათიასა და აღტაცებას დაიმსახურებს?
თუ ჯერი ვიზუალზე მიდგა, ყველაზე მეტად ქალური შარმითა და მომხიბვლელობით სასწორი, ტყუპი და მერწყული ქალები გამოირჩევიან. ამიტომ იდეალურ ქალს ამ ჰაერის ნიშნისთვის დამახასიათებელი მომნუსხველი ღიმილი, მელოდიური ხმის ტემბრი და უზადო გემოვნება უნდა გააჩნდეს.
ვნებიანობასა და ტემპერამენტის მაღალ კოეფიციენტზე თუ ვსაუბრობთ, ამ მხრივ ვერძს, მორიელსა და კუროს ვერავინ გაეჯიბრება. შესაბამისად, იდეალური ქალი ვერძივით "ცხელი", კუროსავით დიდი სექსუალური მადის მქონე და მორიელივით ვნებიანი უნდა იყოს.
იხილეთ სრულად