არავისთვის საიდუმლო არაა, ალბათ, ის ფაქტი, რომ მშობლის სტატუსი საკმაოდ რთული რეგალიაა და პატარას გაზრდას დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება.
თუმცა არსებობენ ბავშვები, ვისი აღზრდა-განათლებაც მშობლებს საკმაოდ დიდ ჯაფად და ნერვიულობად უჯდებათ. ჩვენი საიტის მკითხველებს უკვე ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ სტატიას, ყველაზე რთულად აღსაზრდელი პატარების შესახებ. ამჯერად კი გვინდა იმ ბავშვებზე ვისაუბროთ, ვისი აღზრდაც, ზოდიაქოს ნიშნის მთავარი მახასიათებლების მიხედვით, გაცილებით იოლი და სასიამოვნოა.
ქალწული - მართალია, ღრმა ბავშვობაში ცოტა პრეტენზიული და მტირალაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კვების საკითხს ეხება, მაგრამ უკვე წამოზრდილი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პატარა დედ-მამისთვის ნამდვილი საჩუქარი შეიძლება გახდეს.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ბავშვები იშვიათად გამოირჩევიან დაუმორჩილებელი ხასიათით და თვითნებობით. ქალწული მზრუნველი და სხვების დახმარებაზე ორიენტირებული ნიშანია.
ამიტომ თქვენი შვილი თამამად შეგიძლიათ დაიხმაროთ სხვადასხვა ტიპის საოჯახო საქმის შესრულებისას ან დაავალოთ უმცროსი და-ძმის მოვლა-პატრონობა. ერთსაც და მეორესაც იგი ხალისით და დიდი პასუხისმგებლობით გაართმევს თავს.
თხის რქა - "პატარა დიდები" - ასე ეძახიან ხუმრობით ასტროლოგები თხის რქის ნიშნით დაბადებულ ბავშვებს. ზოდიაქოს ამ ნიშანს განსაკუთრებული ამტანობა და პასუხისმგებლობის უზომოდ დიდი გრძნობა ახასიათებს. ამიტომ ბავშვი თხის რქა უდიდესი ერთგულებით და სიყვარულით გამოირჩევა საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ.
მისთვის ოჯახი წმინდათა წმინდაა, არა მხოლოდ ბავშვობის ასაკში, მთელი სიცოცხლის მანძილზე. პატარა თხის რქა სიამოვნებით ბაძავს დიდებს და მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა მშობლები "დიდებისთვის განკუთვნილ" საქმიანობაში ჩართვის უფლებას აძლევენ ხოლმე. ეს შეიძლება იყოს დედასთან ერთად საყიდლებზე სიარული ან მამასთან ერთად ავტომობილის შეკეთება.
იხილეთ სრულად: astrologi.ge