როგორ ფიქრობთ, სიჯიუტე და პრინციპულობა ადამიანის ხასიათში ნაკლად მოიაზრება თუ ღირსებად?
რაღა თქმა უნდა, გააჩნია სიტუაციას და იმას, თუ კონკრეტულად რა მომენტსა და სიტუაციაში გამოავლენს ინდივიდი ამ თვისებებს. თუმცა დათმობა და ლოიალური მიდგომაც რომ ხშირად ვნებს საქმეს, ესეც უდავო ჭეშმარიტებაა.
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი საკმაოდ კარგად ასახავს იმას, რამდენად დამთმობი ან პირიქით, ჯიუტი შეიძლება იყოს ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი. ამ მხრივ, ოქროს სამეულში შემდეგი ნიშნები შედიან:
ჯიუტი და პრინციპული
1. თხის რქა 98% - მისი სიჯიუტე ხშირად პროფესიული კუთხით უფრო ვლინდება. თუმცა არც პირად ურთიერთობებში თმობს პოზიციებს მარტივად.
2. კურო 90% - მისი სიჯიუტე მასზე გამოვლენილი ზეწოლის პირდაპირპროპორციულია. მოეშვით მასზე ზეწოლას და იგი დათმობაზე აუცილებლად წავა.
3. მორიელი 87% - გასაოცარი ნებისყოფის გამოვლენა შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შურისძიებას ეხება. უზომოდ შეუბრალებელი და სასტიკია ამ დროს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge