ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია ოცნება ან სულაც მიზანი, რომლისკენაც მთელი შემართებით მიისწრაფვის. თუმცა ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ადამიანის მისწრაფება მისი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ სახასიათო შტრიხებს ეფუძნება.
ამიტომ ის, თუ ვინ რაზე ოცნებობს კონკრეტულად, მარტივი გამოსაცნობია, თუკი მისი დაბადების თარიღი ზუსტად ვიცით.
ვერძი - პირველობაზე ოცნებობს საქმეშიც და სიყვარულშიც. ლიდერის პოზიციის გარეშე ის, უბრალოდ, უფუნქციო ადამიანად იგრძნობს თავს.
კურო - სტაბილურობასა და მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობს. ფინანსური კეთილდღეობის და ასე თუ ისე პროგნოზირებადი მომავლის გარეშე კურო ნერვიული და აგრესიული ხდება.
ტყუპი - მისი ოცნებები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იცვლება, თანაც კარდინალურად. თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება - ის მრავალფეროვან ცხოვრებაზე ოცნებობს და საშინლად ეშინია რუტინის.
კირჩხიბი - ოჯახზე, მყუდრო კერასა და შვილებზე ოცნებობს ყოველთვის გულის გულში. კირჩხიბი ბედნიერია, როცა იცის, რომ საყვარელი ადამიანებითაა გარემოცული და ამ ადამიანებს იგი ძალიან სჭირდებათ.
ლომი - ძალაუფლებაზე ოცნებობს. ამიტომ ყველგან და ყოველთვის უფროსობის სურვილი გააჩნია; და არამხოლოდ გააჩნია, შეუძლია კიდეც. მან უნდა იბრწყინოს, როგორც მეფემ (დედოფალმა).
ქალწული - არასოდეს ოცნებობს! მისი მიზნები ყოველთვის ასრულებადი და აბსოლუტურად რეალურია.
იხილეთ სრულად: astrologi.ge