ჩვენი საიტის მკითხველებს აქამდეც არაერთგზის შევთავაზეთ ეჭვიანობის თემაზე დაწერილი სხვადასხვა ტიპის სტატიები, თუმცა რაკიღა სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობებზე ბევრი კითხვა მოგვდის პირადში, კიდევ ერთ სტატიას გთავაზობთ ამ კუთხით.
ამჯერად, მოდით, ყველაზე ეჭვიან და მესაკუთრე ნიშნებზე ვისაუბროთ და ის მიზეზებიც ავხსნათ, კონკრეტულად რა იწვევს მათში ამგვარ მძაფრ სურვილს, აკონტროლონ და სრულად მართონ პარტნიორი. ამასთან ერთად, აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ თუკი თქვენი თავი ე.წ. შავ სიაში აღმოაჩინეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ოტელოსავით ეჭვიანი იქნებით. სტატია, ძირითადად, ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს ეხებათ. ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, ღრმად ამოისუნთქეთ და დავიწყოთ:
ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებისთვის ე.წ. ბრმა მრისხანებაა დამახასიათებელი. ამიტომ ვერძების დიდი ნაწილი ეჭვიანობითაც ერთობ "ბრმად" ეჭვიანობს. მისთვის სულ მცირე მიზეზიც კი საკმარისია საიმისოდ, რომ პარტნიორს ხელჩართული ომი გამოუცხადოს ორგულობისთვის. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღვნიშნოთ, რომ შეყვარებული ვერძის "აგდება" საკმაოდ მარტივი საქმეა, თუნდაც დადგმული სპექტაკლის მეშვეობით. ვერძები ეჭვიანობას ზედმეტად ემოციურად და დრამატულად გამოხატავენ. ამიტომ ხშირად ძნელია რაიმე აუხსნათ მათ, თუკი საბაბი იპოვეს საეჭვიანოდ. საუკეთესო ვარიანტია, ნაკლებად იმართლოთ მის წინ თავი და დაელოდოთ, როდის გადაუვლის მხურვალე ემოციები (რაც, მერწმუნეთ, საკმაოდ მალე მოხდება) და მხოლოდ ამის შემდეგ სცადოთ მასთან ურთიერთობის დალაგება.
კირჩხიბი - მანიაკალური მიჯაჭვულობა ახასიათებს საყვარელი ადამიანების მიმართ. ამიტომ ეჭვიანობა და კირჩხიბი განუყოფელი ცნებებია. თუმცა, ვერძისგან განსხვავებით, კირჩხიბი დებოშით, ჩხუბით ან თეფშების მსხვრევით არასოდეს გამოხატავს საკუთარ გრძნობებს მოღალატე პარტნიორის მიმართ. თავიდან იგი უხმოდ იტანჯება ან უბრალოდ, იბუტება რაღაც დროით. თუმცა შემდგომ, თუკი მისი ეჭვები დადასტურდა და აღმოაჩინა, რომ რეალური მიზეზი აქვს განგაშის ასატეხად, კიბოსავით იწყებს ზურგიდან შემოვლას და როდის რას მოიმოქმედებს მოღალატე პარტნიორის გასამწარებლად, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. დაიმახსოვრეთ, შურისმაძიებლობით კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე სასტიკ ნიშანს, მორიელს არათუ ჩამოუვარდება, ხანდახან ამეტებს კიდეც.
იხილეთ სრულად: astrologi.ge