ნებისმიერი ადამიანი მიდრეკილია პერიოდულად ემოციების ხმაურიანი გამოვლინებისკენ, თუმცა, ტემპერამენტიდან გამომდინარე, ზოგი ამას ინტენსიურად აკეთებს, ზოგს კი ძალზე იშვიათად უყვარს "კვამლის გამოშვება". სამაგიეროდ, ასეთი ხალხის გაბრაზება გაცილებით უფრო საშიშია. დღევანდელ სტატიაში კი ზოგადად ვისაუბრებთ იმაზე, როგორ დავამშვიდოთ გაბრაზებული ზოდიაქოს ნიშნები და ვის რა "სუსტი წერტილები" გააჩნია ამ მხრივ.
ვერძის დამშვიდებას ნურც შეეცდებით. როცა ბრაზობს, დრო მიეცით და უახლოესი ნახევარი საათის მანძილზე თვალთახედვის არედან გაერიდეთ, თუ არ გინდათ, თავში რაიმე მძიმე საგანი მოგხვდეთ. ვერძის მრისხანება ხანმოკლეა, ამიტომ დასამშვიდებლად დროს თუ მისცემთ და მასთან პოლემიკაში არ შეხვალთ, ცოტა ხანში იგი ვერც კი გაიხსენებს, რაზე გაგიბრაზდათ.
კურო უზომოდ მომთმენი და მშვიდი ადამიანია. შესაბამისად, მისი გაბრაზება და წყობიდან გამოყვანა არცთუ მარტივი საქმეა. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მაინც გააბრაზეთ, ე.ი. დიდი ხნის მანძილზე ითმენდა იგი თქვენს უპასუხისმგებლო საქციელს. ხოლო მრისხანებისას კუროსთან საუბარს ფრონტის ხაზზე საბრძოლველად წასვლა ჯობია. როგორც წესი, ასეთ დროს კურო არავის და არაფერს ინდობს. შესაბამისად, საკმაოდ დიდი დრო და მოთმინება დაგჭირდებათ მასთან ძველებური ურთიერთობების აღსადგენად, თუკი საერთოდ შეძელით ეს.
ტყუპის გაბრაზების ნუ შეგეშინდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ცვალებადი ბუნებით და უბოროტო ხასიათით არიან გამორჩეულნი. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპს მწარე ენა აქვს და გაბრაზებულზე შეუძლია ათასგვარი საზიზღრობა მოგახალოთ, ძალიან მალე იგი აბსოლუტურად დაივიწყებს თქვენთან კონფლიქტის დეტალებს და სამომავლოდ მეგობრობასაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ.
კირჩხიბი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე წყენია და სენსიტიური ნიშანია. ამიტომ მისი განაწყენება ძალიან მარტივი საქმეა. უფრო მეტიც, ხშირად შესაძლოა კირჩხიბს ისე აწყენინოთ, ვერც კი მიხვდეთ, რომ თქვენმა საქციელმა მას გული სერიოზულად ატკინა. პრობლემა ისიც არის, რომ კიბოები წყენას ჩხუბითა და ყვირილით არასოდეს გამოხატავენ. მათი საყვარელი პიზიცია ამ დროს არის გაბუტვა და სრული იგნორი. ამიტომ კირჩხიბის გულის მოსაგებად დიდი ჯაფა დაგადგებათ.
ლომი ამაყი, თავმოყვარე და ფიცხი ადამიანია. როგორც წესი, მას იშვიათად ახასიათებს წვრილმანების გამო კამათის წამოწყება, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და თუ ვინმე მის თავმოყვარეობას შეეხო, მრისხანების ქარიშხალი დაატყდება ამ უკანასკნელს თავს. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ლომს გაბრაზების ხმამაღალი გამოხატვა ახასიათებს. ამიტომ განმარტოებით არასოდეს მოგთხოვთ ახსნა-განმარტებას. უბრალოდ და მარტივად, ხალხის თანდასწრებით აგიღრიალდებათ და მეეჭვება, თავი ამ დროს კომფორტულად იგრძნოს ვინმემ. საიმისოდ, რომ ლომი შემოირიგოთ, ნუ შეეპასუხებით მას. მშვიდად აღიარეთ საკუთარი დანაშაული და სამომავლოდ მეგობრობა შესთავაზეთ. მერწმუნეთ, იგი უმალ მოლბება.
ქალწული გაწონასწორებული და საღად მოაზროვნე ადამიანების რიცხვს განეკუთვნება. ამიტომ სისულელეებზე საკამათოდ ის დროს არავისთან დახარჯავს. ერთადერთი, რაც ქალწულს აცოფებს, სხვების მხრიდან გამოვლენილი უპასუხისმგებლობა და მუქთახორობაა. ამიტომ, თუკი ზემოხსენებული "ცოდვებით" ბრძანდებით შემკული, ქალწულთან თქვენი დაპირისპირება გარდაუვალი იქნება. თუმცა არ გირჩევთ მასთან ღია ბრძოლის წამოწყებას. ქალწული ერთობ გამჭრიახი ზოდიაქოს ნიშანია. შესაბამისად, მას არაფრად უღირს, ყოველგვარი დებოშის და ჩხუბის გარეშე გაგიფუჭოთ საქმე თუნდაც სამსახურებრივ სფეროში, თანაც ისე, რომ თქვენ ამას ვერასოდეს გაიგებთ.