ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქერათმიანი და სავსემკერდიანი მდედრების მიმართ ლტოლვას მაინც და მაინც ყველა მამაკაცი როდი იზიარებს.
ისევე, როგორც სხვა დანარჩენში, ადამიანებს გემოვნება და შეხედულებებიც განსხვავებული აქვთ. მამკაცების შემთხვევაში, ეს ქალის ვიზუალურ იმიჯსა და გარეგნობასაც შეეხება. ვიღაცას თუ გამხდარი, ნატიფი გოგონები ხიბლავს, სხვა ხორცსავსე და ფორმებიან ქალებს აყოლებს თვალს ქუჩაში. ასტროლოგები თვლიან, რომ მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც უყალიბდება გემოვნება ამ მხრივ. მოკლედ, როგორც იტყვიან, "ყველა ალხანას თავისი ჩალხანა ჰყავსო"..
მაშ ასე, როგორი ქალი მოსწონს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:
ვერძს - საშუალო ტანის, აქტიური და მოქნილი შავგვრემნები ხიბლავს.
კუროს - სავსე ფორმების მქონე, დიდმკერდიანი ქალები.
ტყუპი უმალ იხიბლება შავგვრემანი ან მწითური "ინტელექტუალებით".
კირჩხიბის იდეალი ქერათმიანი, მასიური ფორმების მქონე, ე.წ. დედის ტიპის ქალია.
ლომის დატყვევება შეუძლოა ბავშვური შესახედაობის, გარეგნულად სადა და შინაგანად თამამ ქალს.
ქალწულს მოსწონს დახვეწილი მანერების მქონე, საშუალო აღნაგობის ქალები, რომელთაც ნაკლებად ახასიათებთ მკვეთრი მაკიაჟის სიყვარული.
იხილეთ სრულად: astrologi.ge