ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მამაკაცებს თვალებით უყვართ; შესაბამისად, დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ გამოიყურება მათი მეორე ნახევარი.
დიახ, ეს ასე გახლავთ, თუმცა ინფორმაცია ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს და არა მთლიანად. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მამაკაცებს სხვადასხვა კრიტერიუმი გააჩნიათ საიმისოდ, თუ როგორი ქალი სურთ ჰყავდეთ პარტნიორად. ზოგიერთის შემთხვევაში კი, მერწმუნეთ, ვიზუალურ მონაცემებს მეორე ან მეათეხარისხოვანი როლიც შეიძლება ეკავოს.
ასე მაგალითად: ვერძს, ტყუპს და მერწყულს ქალის ვიზუალურ იმიჯზე მეტად მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები აინტერესებთ. ამ მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად შეუძლია ქალს მეგობრობა და თანამოაზრეობა საქმეში.
თევზები და კირჩხიბი ქალის ემოციურ ბუნებას და მამაკაცზე ზრუნვის უნარს აქცევენ ყურადღებას. ასეთ მამაკაცს ქალისგან მაქსიმალური მორალური მხარდაჭერა და სულიერი კავშირი სჭირდება.
მორიელი და კურო ქალის სექსუალურ პოტენციალს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ასეთი მამაკაცისთვის ცოლი კარგი საყვარელი უნდა იყოს საძინებელში, სამზარეულოში კი ჩინებული კულინარი. სექსის და საკვების თემა ასეთი მამრებისთვის უმნიშვნელოვანესია.
იხილეთ სრულად: astrologi.ge