გემოვნებაზე არ დავობენო, ამბობენ; არადა, რეალურად, კაცობრიობის შექმნიდან მოყოლებული დღემდე, ადამიანები ძირითადად იმას აკეთებენ, რომ სწორედაც გემოვნებაზე დავაში ატარებენ დროის დიდ ნაწილს...
თუმცა, აქვე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პატივი ვცეთ სხვისი არჩევანის და აზრის თავისუფლებას. ეს ოცდამეერთე საუკუნის, ანუ მერწყულის ეპოქის უმთავრესი ქვაკუთხედია. ქალები, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებიან, სხვადასხვა იმიჯის და ვიზუალური მონაცემის მქონე მამრების მიმართ იჩენენ სიმპათიას.
ზოგს თუ კუნთმაგარი მაჩო მოსწონს, სხვას დახვეწილი "ლამბერსექსუალი" მოუვიდეს შესაძლოა თვალში - ყველაფერი კი ზოდიაქოს ნიშნის და მისი მმართველი პლანეტის ოინებია. ამიტომ მამაკაცებისთვის სასურველია იმის ცოდნა, კონკრეტულად როგორი ვიზუალის მქონე მამაკაცებით იხიბლება თქვენი საყვარელი ქალი.
ვერძს - უხეში ნაკვთების მქონე, გამოკვეთილად მამაკაცური ტიპაჟები მოსწონს. სასურველია, მამაკაცს სახეზე ნაიარევი, ჩხუბის დროს გატეხილი ცხვირი ან სექსუალური ტატუირება გააჩნდეს გამოსაჩენ ადგილას.
კუროს - ძლიერი, ბრგე აღნაგობის მამრები იზიდავს. მას ძალიან მოეწონება მამაკაცი, რომელიც მუდმივად იცავს ჰიგიენურ ნორმებს და დახვეწილ სუნამოს იყენებს. კურო სუნით იხიბლება ყველაზე მეტად.
ტყუპს ძალიან მოეწონება დახვეწილი, მოქნილი და ენამოსწრებული მამრი, რომელსაც მომხიბვლელი ღიმილი და საზოგადოების მოჯადოების ნიჭიც გააჩნია. ქალი ტყუპი უნდა ამაყობდეს თავისი მამაკაცით საზოგადოებაში.
კირჩხიბს მოსწონს მზრუნველი, მეოჯახე, მოსიყვარულე და ემოციური მამაკაცები. ვიზუალურად სასურველია ასეთი მამაკაცი იყოს ტანსრული, ოღონდ არამსუქანი აღნაგობის; გურმანი და გემრიელი კერძების ექსპერტი.
ლომს ვიზუალურად "ბრწყინვალე" და უნაკლო მამრები მოსწონს. შესაძლოა, ქალი ლომი თავისზე უმცროსი და უნაკლო აღნაგობის მქონე მამაკაცითაც მოიხიბლოს. მისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად დახვეწილად იცვამს და საუბრობს პარტნიორი, როგორ უჭირავს თავი საზოგადოებაში და რა სახის ინტელექტუალური "ბაგაჟი" გააჩნია.
ქალწულს მოწესრიგებული, ჰიგიენური და დახვეწილი მამაკაცები იზიდავს. ასეთი ქალი ნაკლებად იხიბლება კუნთმაგარი, ბრუტალურად სექსუალური მამრებით, რომელთაც დაუდევარი ჩაცმის სტილი და მოუწესრიგებელი ვარცხნილობა გააჩნიათ. იგი ვერ იტანს ასევე გაუპარსავ, წვერმოშვებულ მამაკაცებს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge