რიცხვების მაგია უძველესი და უზუსტესი მეცნიერებაა. ადამიანებს ოდითგანვე სჯეროდათ რიცხვების ძალის. ამიტომაც იყო მიჩნეული, რომ თითოეულ პიროვნებას საკუთარი ბედის რიცხვი გააჩნია, რომელიც დაბადების თარიღების შეკრებით გამოითვლება.
ციფრს კი, რომელსაც საბოლოოდ ვიღებთ, ჩვენი ბედის ციფრი ეწოდება.
ბედის ციფრის გამოთვლა ძალზე მარტივია. მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ 1972 წლის 15 ნოემბერს - 15+11+1972 = 1998 ახლა დავშალოთ ეს რიცხვი 1+9+9+8=27, მაგრამ 27 უნდა დაიშალოს, რათა ერთი ციფრი მივიღოთ, ანუ გამოდის 2+7=9. ე.ი. ამ ადამიანის ბედის რიცხვი არის 9.
მაშ ასე, თუკი ბედის ციფრი უკვე გამოთვალეთ, ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში იპოვით თქვენს შესაბამის ბედის ციფრს და მის დახასიათებას.
1 - ლიდერი და ამბიციური პიროვნება ხართ.
2 - შემსრულებელი ადამიანი ბრძანდებით. მოგწონთ დუეტში მუშაობა.
3- კომუნიკაბელური და კონტაქტური ხართ.
4 - ოჯახის, ტრადიციის მოყვარული ადამიანი იქნებით.
5 - შემოქმედი, ხელოვანი ადამიანების რიცხვია.
იხილეთ სრულად: astrologi.ge