ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანს გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური ბიორიტმი, ცხოვრების წესისკენ მიდრეკილება და კულინარიული სისუსტეები. მათ შორის განსხვავებულია ისიც, თუ ვინ როგორ იწყებს დღეს და რას მიირთმევს საუზმეზე. ჰოდა, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ამჯერად:
ვერძების უმეტესობა ენერგიული, აქტიური და მოძრავი ადამიანია. ძირითადად, ისინი დილით ადრე იღვიძებენ. საუზმობენ მხოლოდ ყავით, იმიტომ, რომ, როგორც წესი, სამსახურში აგვიანდებათ ან სამსახურამდე უამრავი საქმე აქვთ გასაკეთებელი. შესაბამისად, ვერძისთვის დილა დიდი ფინჯანი ესპრესოს თანხლებით უნდა დაიწყოს.
რაც შეეხება კუროს - ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს კომფორტი და ცხოვრების აუჩქარებელი რეჟიმი მოსწონთ. შესაბამისად, დილა კუროსთვის არასოდესაა ქაოსური. იგი მშვიდად საუზმობს, აუცილებლად ნოყიერად - სენდვიჩით (აუცილებლად ხორცის ან ბეკონის შიგთავსით), რძით და ტკბილი ჩაით. საუზმე დღის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მისთვის, იმიტომ, რომ დღის ნოყიერ დასაწყისზეა დამოკიდებული მისი შრომისუნარიანობა.
ტყუპის დიდი ნაწილი დილას ლოგინში ნებივრობას უთმობს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ ხალხს ხშირად აგვიანდება ოფიციალურ შეხვედრებსა და სამსახურში. როგორც წესი, ისინი ელვის უსწრაფესად ახერხებენ ჩაცმა-დახურვას და აბაზანის მიღებას სახლიდან გასვლის წინ, საუზმობით კი გზადაგზა საუზმობენ თან გაყოლებული მსუბუქი ბურგერით, კრეკერით ან ჩიპსებით.
მსგავსად კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისა, კირჩხიბისთვისაც კვება საკულტო და საკრალური ცნებაა. ამიტომ კირჩხიბი თუ მშიერია, ეს პირდაპირპროპორციულად უდრის მის სიანჩხლეს. შესაბამისად, დილის საათებში თუ გემრიელი რძიანი ყავა მაინც არ დალია კრუასანთან ან ქიშმიშიან ფუნთუშასთან ერთად (რის საშუალებასაც ხშირად ბავშვებზე ზრუნვის აუცილებლობა არ აძლევს ნორმალურად), იგი აბსოლუტურად შრომისუუნარო და არაკონტაქტური იქნება.
ლომისთვის კვება მთელი რიტუალია, რომელიც დილას გაღვიძებას თან უნდა ახლდეს, როგორც საპატიო და მნიშვნელოვანი ღონისძიება. ლომები დიდ დროს ატარებენ აბაზანაში, იწესრიგებენ თავს, ცდილობენ, მაქსიმალურად მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ გარეთ გასვლისას. ხშირად ეს ნება-ნება მზადება მათთვის დაგვიანების მიზეზიც ხდება სამსახურში, თუმცა ეს არაფერია მათთვის. სამაგიეროდ, იგი აუცილებლად შეუკვეთავს ლანჩს რომელიმე მდიდრული რესტორნიდან და უშუალოდ მუშაობის პროცესში გეახლებათ ყველას დასანახად.
ქალწული ჯანსაღი კვების და ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის უდიდესი პოპულარიზატორია. მართალია, ხშირად ეს ყველაფერი მანიაკალურ დამოკიდებულებაში გადასდის და სხვის მომზადებულს თითქმის არაფერს ჭამს, თუმცა, ეს მედლის მეორე მხარე გახლავთ. ქალწულის საუზმე ვეგეტარიანული საკვებისგან ან ფაფისგან შედგება, რომელსაც აუცილებლად ახლავს ახალგამოწურული წვენი, რძე ან მწვანე ჩაი.
იხილეთ სრულად: astrologi.ge