ალბათ ცოტა მოიძებნება ამ ქვეყანაზე ადამიანი, ვისაც დილის დაწყება არომატული ყავის თანხლებით არ სიამოვნებს (თუმცა არსებობენ, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც!).
დღეს გადაწყვიტე, შაბათის ასტრო-გასტრონომიული განყოფილება, ზოდიაქოს ნიშნებისთვის შესაფერისი ყავის სახეობებზე საუბარს მივუძღვნა და გთავაზობთ თითიეული მათგანისთვის მისაღები ყავის ნაირსახეობას.
ვერძისთვის ყველაზე შესაფერისია ძლიერი ყავა - მაგალითად ესპრესო. თუმცა, ის აუცილებლად უნდა იყოს ჩამოსხმული დიდ ჭიქაში ან განეკუთვნებოდეს ორმაგ, ან სამმაგ დოზას.
კუროს ტკბილეული უყვარს, მისთვის საუკეთესო ვარიანტია მსუბუქი ყავა ლატე.
ტყუპის ცხოვრების წესს ამერიკანო შეესაბამება. ეს ის ყავაა, რომლის ტარებაც შეიძლება შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე ტყუპს კი მოგეხსენებათ არასოდეს სცალია ერთ ადგილზე დასაჯდომად.
კირჩხიბისთვის იდეალურია კლასიკური კაპუჩინო გემრიელ ნამცხვრის ნაჭერთან ერთად.
ლომის მოხიბვლა, ცივი ყავით შეიძლება, რომელსაც თან ნაყინის სოლიდური პორციაც მოჰყვებ ბონუსად.
ქალწულისთვის დღის იდეალური დასაწყისია სამკურნალო მწვანე ყავა ან უკოფეინო ყავა ხილის მიუსლით.
იხილეთ სრულად: astrologi.ge