ალბათ, ძალიან ბევრი ქალის ცხოვრებაში ყოფილა სასიყვარულო ფიასკო და იმედგაცრუება. თუმცა არსებობს განსაკუთრებით "რთული" შემთხვევებიც, როცა საყვარელ ადამიანთან განშორება ძალიან მტკივნეული და აუტანელია.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ზოგჯერ მიტოვებული მხარე ვერა და ვერ იგებს მიზეზს - მაინც რატომ აღმოჩნდა იგი მიტოვებულის როლში? მოდით, საკითხი ასტროლოგიური კუთხითაც გავშალოთ და მამაკაცური ფსიქოლოგიის "შავი ხვრელები" ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლებიდან გამომდინარე განვიხილოთ. მაინც რამ შეიძლება აიძულოს ძლიერი სქესის ესა თუ ის წარმომადგენელი, რომ სამუდამოდ მიატოვოს პარტნიორი ქალი?
ვერძი - დომინანტ ქალს ვერ აიტანს თავის გვერდით. თუკი თქვენ თავიდან თანასწორ თამაშს ეთამაშებოდით და ოჯახის შექმნის მერე ამბიციები მოგემატათ როგორც კარიერული, ისე ფინანსური კუთხით, იგი აუცილებლად შეეცდება, საკუთარი თავმოყვარეობა თქვენთან დაშორების ხარჯზე გადაარჩინოს.
კურო - არასტაბილურობა აფრთხობს ყველაზე მეტად. შესაბამისად, თუკი თავიდან იგი თქვენმა გაწონასწორებულმა ხასიათმა მოხიბლა და ერთად ცხოვრების პერიოდში მოულოდნელად გახდით ისტერიკული, ცვალებადი და არაპროგნოზირებადი, ბევრს გაპატიებთ, მაგრამ ერთ დღესაც სამუდამოდ და უკანმოუხედავად მიგატოვებთ.
ტყუპი - მოსაწყენი და "წესიერების ნიმუში" ქალების მიმართ გააჩნია ალერგია. შესაბამისად, სანამ მისი ცოლი გახდებოდით, თუ ყველა ხუშტურს უტარებდით, ხოლო ოჯახის შექმნის მერე გადაწყვეტთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ასწავლოთ ჭკუა, მერწმუნეთ, თქვენი მენტორული ტონი იქნება იმის მიზეზი, რომ იგი გაცილებით უფრო მხიარულ, მრავალფეროვან და ოპტიმისტ ქალზე გაგცვლით.
კირჩხიბი - ცვალებად, მფლანგველ და დაუკვირვებელ ქალს ვერ აიტანს თავის გვერდით. თუკი თქვენ ამ ყველაფერთან ერთად, ოჯახის შექმნის შემდგომ მისი ოჯახის წევრების ან მთლად უარესი, დედის მიმართ გამოხატავთ აშკარა უკმაყოფილებას (თუნდაც ეს უკანასკნელი ამ ყველაფერს იმსახურებდეს კიდეც), იცოდეთ, რომ კირჩხიბი სამუდამოდ დაგიკარგავთ!
ლომი - მეწვრილმანე, მეშჩანური სულის და ხეპრე ქალი აღიზიანებს. თუკი ნაცნობობის პირველ ეტაპზე კარგად მსახიობობდით და ახერხებდით მასთან საკუთარი მერკანტილური მოთხოვნილებების შენიღბვას, როგორც კი ერთად ცხოვრების შემდეგ შეეცდებით, ზედმეტი ვალდებულებები დააკისროთ ან მისგან კატეგორიულად მოითხოვოთ რამე (თხოვნა სხვაა, გახსოვდეთ და მოთხოვნა სხვა!) იგი ძალიან სწრაფად აიცრუებს თქვენზე გულს.
ქალწული - ქაოსური, არაჰიგიენური და მფლანგველი ქალი აღიზიანებს. თუკი ერთად ცხოვრების პერიოდში აღმოაჩენს, რომ მის პერანგებს მუდმივად აკლია ღილი, ნახევრად დაუთოებულია შარვალი და საუზმეზე კვერცხს მოხარშვა აკლია, ბევრს არ იფიქრებს - დაგემშვიდობებათ.
იხილეთ სრულად: astrologi.ge