ერთი ძველი, კარგი შეგონება გამიგია: "ნურასოდეს გაასესხებ ფულს მეგობარზე, იმიტომ, რომ ვალთან ერთად იკარგება მეგობრობაცო".
თუმცა, ადამიანებს მაინც გააჩნიათ ერთმანეთის დახმარების სურვილი და ვის, თუ არა მეგობარს, უნდა გაუმართოს კაცმა რთულ სიტუაციაში ხელი. მაგრამ მეგობარიც არის და მეგობარიც... მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განვიხილოთ, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს ფინანსების მიმართ და რომელ ნიშანს ჯობია ვასესხოთ ფული ან არ ვასესხოთ საერთოდ.
ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი ფულს როგორი სისწრაფითაც ხარჯავს, იმავე სისწრაფით შოულობს. შესაბამისად, ვერძისთვის ფულის სესხება საშიში არ არის, იმიტომ, რომ რაც უნდა კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებოდეს, ვერძი ყოველთვის მონახავს გამოსავალს და ფულის შოვნის ახალ გზებს მოიძიებს. სამაგიეროდ, თავადაც დიდსულოვნად მოგცემთ თანხას, თუკი ამის საჭიროება დადგა თქვენს ცხოვრებაში.
კურო – კურო მიწის ნიშანია. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ კუროებს ფული ძალიან უყვართ. შესაბამისად, მის გასესხებას საკმაოდ რთულად წყვეტენ და მხოლოდ იმ ადამიანებს უმართავენ ხელს, ვინც მათი ძალიან ახლო მეგობარია. ნუ ესესხებით ფულს კუროს, თუკი ვალის მალე დაბრუნების ალბათობა თქვენთვის სათუოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მხრიდან ნდობას და პატივისცემას დაკარგავთ. თავად კურო იშვიათად იღებს ვალს და თუ მაინც უწევს ასე მოქცევა, თანხას ყოველთვის დროულად ან წინსწრებით უბრუნებს მევალეს.
ტყუპი – ამ ადამიანებს ფულთან საკმაოდ თავისუფალი და ზედაპირული დამოკიდებულება გააჩნიათ. ტიპური ტყუპი ძალიან ხელგაშლილი და გულუხვია, როცა საქმე მეგობრების ფინანსურ საჭიროებას ეხება. ამიტომ თანხას იგი უპრობლემოდ გასცემს, თუ, რა თქმა უნდა, მას ეს თანხა გააჩნია (როგორც წესი, ტყუპი ნებისმიერი სიდიდის თანხას წამის მეასედში უხერხებს "კონფისკაციას"). თუმცა, იმავეს იმედი აქვს მეგობრების მხრიდანაც და ვალები ნებისმიერ ტყუპს საკმარისზე მეტი აქვს.
კირჩხიბი – უდავო ფაქტია, კირჩხიბს ფული უყვარს! შეიძლება ითქვას, ზედმეტადაც კი უყვარს. იმიტომ, რომ ფული მისთვის ემოციური სიმშვიდის გარანტიაა. აქედან გამომდინარე, კირჩხიბების დიდი ნაწილი ფულს სესხად იშვიათად და ძალიან უხალისოდ გასცემს. თუ მაინც უწევს მას ამის გაკეთება, დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მისი ფული საიმედო ხელშია და ვალს დროულად დაუბრუნებენ.
თავად კირჩხიბს კი ვალის აღების ცეცხლივით ეშინია. ამიტომ, როცა იგი წუწუნს იწყებს ფინანსური კრიზისის დადგომის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ "შავი დღისთვის" გადანახულ დანაზოგზე უწევს გადასვლა, რომელიც მისთვის ხელშეუხებელი თანხაა.
ლომი – ლომი ბუნებით გულუხვი და ფუფუნების მოყვარული ნატურაა. ამიტომ თუ მას შემოსავალი ვერ უწყობს ხელს იმაში, რომ თავი მეფედ იგრძნოს, იგი უპრობლემოდ იღებს ვალებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ლომების დიდ ნაწილს მთელი ცხოვრების მანძილზე გააჩნია სხვადასხვა სახის კრედიტი და მევალეების დიდი ნუსხა. თუმცა ფულის გასესხების შემთხვევაში თავად ლომი ძალიან გულუხვი და ხელგაშლილია. მას შეუძლია ნასესხები თანხაც კი დაახარჯოს სხვას, თუ ჩათვლის, რომ ეს უკანასკნელი მისგან დახმარებას და თანადგომას საჭიროებს.
ქალწული – აი, თუ ვინმეს სასტიკად არ უყვარს ფულის გასესხება და ვალები, ეს ქალწულია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ფინანსებთან მიმართებაში ძალიან ფრთხილი, ხელმომჭირნე და წინდახედული ხალხია. ქალწული დიდი მესაკუთრეა. ამიტომ ქონებას, რომელსაც იგი მუყაითი შრომით აგროვებს, არავითარ შემთხვევაში არ გაატანს ქარს.
შესაბამისად, ფული, რომლის შოვნაზეც დიდი გარჯა უწევს, გასასესხებლად ყოველთვის ენანება. აქედან გამომდინარე, მას ძალზე ცოტა მევალე ჰყავს. თუ მაინც ისე მოხდა, რომ ქალწულმა ფული გაასესხა, აუცილებლად დააწესებს მონიტორინგს მევალეზე მანამ, სანამ ეს უკანასკნელი ვალს სრულად არ დაუბრუნებს. თავად ქალწული ფულს იშვიათად სესხულობს. მას შესაძლებლობის ფარგლებში მცხოვრები ხალხი უყვარს, რომელთა რიცხვსაც თავადვე განეკუთვნება.