მამაკაცები რომ პოლიგამიური არსებები არიან, ამ თემის გარშემო არაერთი სტატია და კვლევა დაწერილა. ამიტომ ჩვენ, ჩვენი მხრივ, აღარ ვაპირებთ, თავი შეგაწყინოთ იმის ახსნით, რატომ არიან მამრები ბუნებით მონოგამიურები, მით უმეტეს, რომ დღესდღეობით მათ ბევრი მანდილოსანიც არ უდებს ტოლს ამ მხრივ.
დღეს გვინდა ერთგულებაზე ვისაუბროთ და ის მეთოდები შემოგთავაზოთ, რომელთა მეშვეობითაც თქვენს საყვარელს მამაკაცს მეტ სტიმულს მისცემთ საიმისოდ, რომ იყოს ერთგული პარტნიორი.
ვერძთან ბალანსის დაცვაა საჭირო. თავი არც ძალიან უნდა მოანატროთ და არც უნდა მოაბეზროთ. ნაკლებად უკითხეთ ნოტაციები.
კუროს ერთგულება დამოკიდებულია თქვენი ხასიათის სიმყარესა და სტაბილურობაზე. ზოგადად, ეს ის კაცია, რომელიც იშვიათად და უხალისოდ ღალატობს.
ტყუპის თქვენ გვერდით "დაბმა" მხოლოდ ინტელექტით და ერუდიციის დონით გამოგივათ. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენში რამდენიმე ქალია თავმოყრილი - ცოლი, მეგობარი და საყვარელი. ტყუპს ჭკვიანი ქალები ხიბლავს.
კირჩხიბისთვის უნდა იყოთ ერთდროულად დედაც და ცოლიც. თუკი მას თქვენი სახით მზრუნველი და თანამგრძნობი ადამიანი ეყოლება, სხვა ქალთან არ დაიწყებს კომფორტის ძიებას.
ლომის ერთგულება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ახერხებთ, რომ იგი თქვენთვის პირველ ადგილზე იყოს ცხოვრებაში. თუკი მუდმივად დაუფიქსირებთ იმას, რომ თქვენთვის ის პრიორიტეტული და განუმეორებელი ადამიანია, ლომი სხვაზე არასოდეს გაგცვლით.
ქალწულის ერთგულება რომ დაიმსახუროთ, არასოდეს უნდა შეუქმნათ ქაოსი არც სახლში, არც ურთიერთობაში. თუკი ის თქვენთან თავს კომფორტულად და მყუდროდ გრძნობს, ნაკლებად მოინდომებს სხვისკენ გახედვას.
იხილეთ სრულად: astrologi.ge