რამდენიმე დღის წინ ერთმა ჩემმა ნაცნობმა მშვილდოსანმა მომაწოდა საინტერესო იდეა - განმეხილა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით სიტუაცია, თუ რას მოიმოქმედებდნენ ზოდიაქოს ნიშნები იმ შემთხვევაში, თუკი მათ ცხოვრების უკან დაბრუნების შანსი მიეცემოდათ.
ასტროლოგიური მახასიათებლების მიხედვით, საკმაოდ მარტივია ვიმსჯელოთ იმაზე, ვინ სწავლობს ჭკუას საკუთარ შეცდომებზე და ვინ დადის ერთსა და იმავე დანაღმულ გზაზე მრავალჯერადად.
როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ყველაზე ძნელად, დაშვებული შეცდომების ხარჯზე ჭკუას ცეცხლის სტიქიის ნიშნები სწავლობენ. ვერძებს და მშვილდოსნებს ამ მხრივ ბადალი არ მოეძებნებათ. ერთიც და მეორეც წრეგადასული სიმამაცით და რისკის სიყვარულით გამოირჩევა. ამიტომ ამ ადამიანებისთვის დროის უკან დაბრუნებას აზრი არ აქვს, ისინი მაინც გაიმეორებენ იმავე შეცდომებს, რამაც წარსულში კატასტროფამდე მიიყვანა. თუმცა ფეხზე წამოდგომას და გზის გაგრძელებას ორივე მათგანი ოსტატურად მოახერხებს.
რაც შეეხება ლომს - ის ცეცხლის სტიქიის ფიქსირებული ნიშანია. ამიტომ ვერძისა და მშვილდოსნისგან განსხვავებით, უფრო უფრთხილდება საკუთარ თავს და იმიჯს. თქმა არ უნდა, ლომებსაც ახასიათებთ პერიოდულად ემოციებზე აყოლა, მაგრამ მთლიანობაში, დაშვებული შეცდომების წყალობით ისინი კარგად ახერხებენ პიროვნულ ზრდას და უკეთესობისკენ განვითარებას.
იშვიათად ან თითქმის ვერასოდეს სწავლობენ ჭკუას შეცდომებზე ჰაერის სტიქიის ნიშნები. ტყუპები, მერწყულები და სასწორები მიდრეკილნი არიან განწყობის და ინტერესების ცვალებადობისკენ. მათთვის, ზოგადად, არც წარმოადგენს დიდ ტრაგედიას ამა თუ იმ შეცდომის დაშვება და მიღებული შედეგები. იმიტომ, რომ მიდრეკილება, "მალე გაანიავონ" საკუთარი ქვეცნობიერი, საშუალებას აძლევს მათ, ცხოვრება ყოველი ახალი დილიდან ახლებურად დაიწყონ. წარსულს ჰაერის ნიშნები იშვიათად მისტირიან და ცდილობენ, მხოლოდ აწმყოს აუწყონ ფეხი.
იხილეთ სრულად: astrologi.ge