ქართულ რეალობაში გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ძლიერი სქესის ყველა წარმომადგენელს აქტიური ქალები აღიზიანებს, ასტროლოგიური გადმოსახედიდან, სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება.
ამიტომ, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას თქვენი საყვარელი მამაკაცი, შეგიძლიათ პასიური ან პირიქით, აქტიური პოზიცია დაიჭიროთ მასთან ურთიერთობაში.
მამაკაცები, რომელთაც ძლიერი ენერგეტიკის მქონე პლანეტები მართავენ - ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, მორიელი, თხის რქა - ურთიერთობაში დომინანტ და აქტიურ ქალს ნაკლებად იტანენ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია თავისუფლების ხარისხი. შესაბამისად, ქალი, რომელიც ცდილობს, საკუთარი თამაშის წესები დააკანონოს ურთიერთობის პროცესში, ასეთი მამაკაცის ინტერესს ან საერთოდ არ გამოიწვევს, ან ეს კავშირი ძალიან მალე დაიშლება, ქალის მხრიდან პირველივე მცდელობის შემდეგ, თავის ჭკუაზე წაიყვანოს სიტუაცია.
შედარებით ლოიალურები არიან ქალის დომინანტურობისას შემდეგი ნიშნები: ტყუპი, მერწყული, კურო, ქალწული. მათთვის ხშირად მისაღებია სუსტი სქესის წარმომადგენლის მხრიდან ზომიერი ინიციატივის გამოვლენა. ამგვარი ჟესტით ისინი სტიმულს და მოტივაციას იძენენ, რომ ურთიერთობა უფრო გააღრმავონ. ამასთან ერთად, მათი უმეტესობისთვის ხშირად თანასწორუფლებიანი პარტნიორული კავშირია მისაღები და მოსაწონი.
იხილეთ სრულად: astrologi.ge