ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ ადამიანები პროფესიას ხშირად საკუთარი გონებრივი ან სულაც ფიზიკური მონაცემების მიხედვით ირჩევენ.
ამიტომ ის ვინც, ინტელექტუალურად მაღალგანვითარებულია ხშირად აბსოლუტურად არ სწყალობს ცხოვრების ჯანსაღ წესს და სპორტულ აქტივობას და პირიქით - ბევრი სპორტსმენი, სამხედრო ან ძალოვან უწყებაში მომუშავე პერსონა არ თვლის საჭიროდ ფიზიკურ მონაცემებთან ერთად გონებრივი მონაცემების სრულყოფაზეც იზრუნოს. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველა სპორტსმენი გაუნათლებელია და ყველა მეცნიერი, დონდლო და აპათიური. თუმცა ფაქტია რომ მსგავს პრეცენდენტს ხშირად ვხვდებით რეალურ ცხოვრებაში.
ასტროლოგები თვლიან, რომ ადამიანებს მათი ზოდიაქოს ნიშნის მმართველი პლანეტის თვისებებიდან გამომდინარე გააჩნიათ მომატებული გონებრივი ან ფიზიკური აქტივობისკენ მიდრეკილება.
ასე მაგალითად ინტელექტუალურად ყველაზე აქტიური ნიშნებია მერწყული, ტყუპი, თხის რქა, სასწორი, ქალწული, თევზები და კირჩხიბი. ასეთ ადამიანებს ურჩევნიათ ცხოვრებაში წარმატებას განათლების დონის ამაღლებით და პროფესიულ სფეროში დიდი სიმაღლეების დაპრყობით მიაღწიონ. ისინი მოქმედებაში სხარტი, გამჭრიახი და წინდახედული ადამიანები არიან.
იხილეთ სრულად: astrologi.ge