ალბათ არავისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ მამკაცები მონადირის ინსტიქტებით გამოირჩევიან ოდითგანვე. ამაში გასაკვირი არც არაფერია, კაცს უხსოვარი დროიდან უწევდა სარჩოზე ზრუნვა და ოჯახის სარჩო-საბადებლით და საკვების უზრუნველყოფა.
თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში, როცა ქალისა და მამაკაცის ფუნქციების გარკვეული არევა მოხდა ქალები გაცილებით უფრო ემანსიპირებულები გახდნენ და ბევრმა მამაკაცმა დაკარგა ფუნქცია, რომლითაც იგი ოჯახში და პირად ურთიერთობაში დომინანტად მოაზრდებოდა. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ და ასტროლოგიაც იმავე აზრზე რჩება - ღალატის მოთხოვნილება, სხვა არაფერია ძირითად შემთხვევაში თუ არა საკუთარი უპირატესობის დამტკიცება პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, უკვე შემდეგ სხვებისთვის. ამიტომ მამაკაცები რომელთან მიდრეკილება გააჩნიათ პოლიგამიურობისკენ ძირითადად ამ მეთოდით არასრულფასოვნების კომპლექსს ებრძვიან საკუთარ თავში, რომელიც უმეტესობას ბავშვობიდან მოჰყვება.
დღეს მინდა ზოგადი სტატისტიკა შემოგთავაზოთ, იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელი ნიშნის მამაკაცები უფრო არიან მიდრეკილნი ღალატისკენ და რატომ:
ასტროლოგებს მიაჩნიათ რომ პატრნიორების ცვლის მოთხოვნილებაზე პასუხს აგებს ის კონკრეტული სტიქია რომელსაც ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი განეკუთვნება. ამიტომ ე.წ "მუტაბელური" (ცვალებადი) ნიშნის მამაკაცები გაცილებით უფრო ხშირად მიდიან ღალატზე რასაც მათი აზრით მრავალფეროვნების სიყვარული უდევს საფუძვლად. თუმცა ტყუპებს, მშვილდოსნებს და ქალწულებს სხვადასხვა მიზეზი აქვთ პარტნიორების შესაცვლელად.
პირველი ორი მრავალფეროვნების გამო ღალატობს, ხოლო ქალწული ცდილობს შეცვალოს პარტნიორი და მოარგოს იგი საკუთარ იდეალურ გარემოს. თუ ეს ასე არ ხდება, მან შეიძლება პარალელურად ნახოს შესაბამისი კანდიდატურა. თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იგი ოჯახს მაინც იშვიათად დაანგრევს. რასაც ვერ ვიტყვით ტყუპზე და მშვილდოსანზე. ამ ნიშნით დაბდებული მამრები მარტივად ეგუებიან ახალ-ახალ პარტნიორებს შესაბამისად განქორწინებების რიცხვი მათ ცხოვრებაში შთამბეჭდავად დიდია.
იხილეთ სრულად: astrologi.ge