ჩინური კალენდრის მიხედვით, რომელიც წლების მიხედვით, ადამიანთა გარკვეული კატეგორიით დაყოფას ეფუძნება, ძალზე საინტერესო კვლევები არსებობს.
როგორც რუსი ასტროლოგი ალექსეი ლოგინოვი ამბობს, საინტერესო სტატისტიკამ, რომელიც მან წლების მანძილზე კერძო პრაქტიკის მეშვეობით აწარმოა, გამოავლინა ე.წ. უქორწინებლობისკენ მიდრეკილი ადამიანები ჩინური კალენდრის მიხედვით.
ლოგინოვის აზრით, ყველაზე ნაკლებად მამაკაცებს შორის ქორწინებისკენ მიდრეკილება მაიმუნის, ვირთხის და დრაკონის წელში დაბადებულ მამრებს აღენიშნებათ. ამ ადამიანებს ქარიზმატულობა ახასიათებთ და ცხოვრების მანძილზე ძალიან არიან განებივრებულნი პარტნიორების სიუხვით. შესაბამისად, გვიან ასაკამდე მაინც არ ცდილობენ უღელში თავის გაყოფას.
საქმე სხვაგვარადაა ცხენის, ვეფხვის, ძაღლის წელში დაბადებული მამაკაცების შემთხვევაში. ამ წლებში დაბადებულ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ლოგინოვი ქალთა სქესის მიმართ გარკვეულ სიძულვილშიც კი ადანაშაულებს, რომლის მიზეზიც, ასტროლოგის აზრით, ქალური ბუნების არასწორი გაგება და მიდგომაა.
იხილეთ სრულად: astrologi.ge