ჩვენი საიტის მკითხველებს შორის ძალიან ბევრი პოტენციური სტუდენტი და აბიტურიენტის მშობელია.
ამიტომ ხშირად მოგვდის შეკითხვები თემაზე - რა პროფესია შეიძლება იყოს წლევანდელი აბიტურიენტებისთვის ყველაზე მისაღები და პერსპექტიული. ასტროლოგიურად კი, დიახაც, რომ სავსებით შესაძლებელია, ამა თუ იმ წელს დაბადებულ ადამიანს კონკრეტული საქმიანობის სფერო შევურჩიოთ, ის საქმე, სადაც იგი წარმატებული და პროდუქტიული იქნება.
გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი აბიტურიენტების დიდი ნაწილი 1997-98 წლებშია დაბადებული, ასტროლოგიური პროგრამების მიხედვით, არსებობს კონკრეტული, ძალზე პრიორიტეტული პროფესიების ჩამონათვალი, რომელშიც ამ ადამიანებს საკუთარი თავის პოვნა გაუადვილდებათ - მეტიც, შესაძლოა, ჩამოთვლილი პროფესიები ზოგიერთი მათგანისთვის კარმულად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოვლენების გამომწვევიც იყოს ცხოვრებაში.
ასე მაგალითად - 1997 წელს დაბადებულ მოზარდებს იდეალურად შეეფერებათ იურისტის, ბიზნესკონსულტანტის, მოდელიორ-დიზაინერის, აუდიტორის, მენეჯერის, ადვოკატის, უფლებადამცველის, მწერლის, ლიტერატორის, მომღერლის, მუსიკოსის, მხატვრის, ვებდიზაინერის, ფოტოხელოვანის პროფესია.
იხილეთ სრულად: astrologi.ge