მთვარე ზოდიაქოს ნიშნებს ისე გაივლის წრიულად, როგორც საათის ისარი მოივლის მთელ ციფერბლატს. თითო ნიშანში ის 2-3 დღის შუალედს ატარებს. ამიტომ იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანშია მთვარე, დიდწილადაა დამოკიდებული ჩვენი კვებითი მოთხოვნილებები და მადის სიძლიერე.
ასტროლოგები თვლიან, რომ მთვარის კალენდრის მიხედვით კვება არა მხოლოდ სხეულის იდეალურ ფორმაში ყოფნას უწყობს ხელს, არამედ ადამიანს სწორი ენერგობალანსითაც უზრუნველყოფს სამომავლოდ, რაც თავისთავად საწინდარია ამ უკანასკნელის პროდუქტიულობისა და კარგი განწყობის მომდევნო დღეების მანძილზე.
ასე მაგალითად - მთვარის მდებარეობისას მერწყულის, სასწორის და ტყუპის ნიშანში სასურველია ცხიმიანი საკვების მიღება. თუ ვეგეტარიანელი ბრძანდებით, სალათებში მაქსიმალური დოზით გამოიყენეთ ზეთი.
ნახშირწყლების დღეებში კი, რომელიც მთვარის კირჩხიბის, მორიელის და თევზების ზოდიაქოში ყოფნას ემთხვევა, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ცომეული და ზოგადადაც, თუ დააკვირდებით, ზემოხსენებულ პერიოდებში თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებულ შიმშილს გამოხატავს ზუსტად ცომეულისგან მომზადებული პროდუქტების მიმართ. ხოლო იმის შიშით, რომ ცომეული წონის მატებას გამოიწვევს (რაც სავსებით გონივრული ეჭვია), თავს არამც და არამც არ უნდა აუკრძალოთ პურეულის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თავისებური "დეზორიენტაციის" მდგომარეობა შეექმნება ამ მხრივ და შესაძლოა, უახლოეს დღეებში მაინც ბლომად მიირთვათ აკრძალული პროდუქტი, ოღონდ უკონტროლო დოზით.
იხილეთ სრულად: astrologi.ge