ალბათ, ძალიან ბევრი წყვილის ურთიერთობაშია დიდი პრობლემა ის ფაქტი, რომ სხვადასხვაგვარი ტიპის გართობა და დასვენება იზიდავთ.
ზოგს თუ ღამის კლუბები და აქტიური ღამის ცხოვრება იზიდავს, ვიღაცას იქნებ დივანზე სიამოვნებს უიქენდის გატარება ჭიქა ჩაისა და გემრიელი ნუგბარის თანხლებით... ჰო, აქ კარგი ფილმი ან წიგნიც არ უნდა დაგვავიწყდეს. თუკი ასტროლოგიურ ცოდნას მოვიშველიებთ, პოტენციური პარტნიორის გაცნობისასვე გვეცოდინება, როგორი ტიპის გართობა ხიბლავს ამ უკანასკნელს და თუ მისი შეხედულებები ნაკლებად ემთხვევა ჩვენსას, შევეცდებით მაინც, ჰარმონიული კავშირისთვის ფეხი ავუწყოთ.
ასე მაგალითად: ვერძებს, ლომებსა და მშვილდოსნებს აქტიური გართობა მოსწონთ. იქნება ეს კარაოკე-ბარი, ღამის კლუბი, ცეკვები დილამდე. მათთვის ასევე საინტერესოა ხანგრძლივი ლაშქრობები და მხიარული პიკნიკი ხმაურიან სამეგობროსთან ერთად. ამიტომ, თუ ასეთ ადამიანს ეფლირტავებით, იცოდეთ, მასთან ერთად სახლში დასვენების დღეების გატარებაზე მხოლოდ ოცნებას შეძლებთ.
კუროებს, თხის რქებს და ქალწულებს ცხოვრების პასიური წესი ხიბლავთ. მათთვის კომფორტი უმთავრესია. ამიტომ უიქენდებს ისინი, როგორც წესი, სახლში ატარებენ. მყუდრო გარემოში, რბილ სავარძელში მოკალათებულები სიამოვნებით უყურებენ საინტერესო ფილმს ან კითხულობენ წიგნებს. ხშირად მართავენ ან ესწრებიან საოჯახო სადილებს. შესაბამისად, ამ ხალხის ადგილიდან დაძვრა, თუ მისი თაყვანისმცემელი ხართ, ძალიან გაგიჭირდებათ.
იხილეთ სრულად: astrologi.ge