ასტროლოგიური გათვლების მიხედვით, ნებისმიერი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება, რასაც პლანეტების ტრანზიტული გადაადგილება უწყობს ხელს.
ამიტომაც არის პერიოდები, როცა ნეგატიური ან პოზიტიური ცვლილებები ხდება მოულოდნელად, გროვდება პრობლემები ან პირიქით, დაუგეგმავად ჩნდება მათგან თავის დაღწევის გზები.
კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნებისთვის არსებობს ზოგადი ინსტრუქცია საიმისოდ, თუ წელიწადის რომელ დროს აჯობებს უძრავი ქონების შეძენა, გარემონტება ან გადაკეთება. ამის გამოთვლა საკმაოდ მარტივად ხდება.
თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ვერძია, ივნისი-ივლისის პერიოდში აჯობებს უძრავი ქონების საკითხებით დაკავდეთ.
თუკი კურო ხართ, სასურველია, საბინაო საკითხები ივლისის მეორე ნახევარში ან აგვისტოს 21 რიცხვამდე მოაგვაროთ.
ტყუპისთვის საცხოვრებლის პრობლემის გადაჭრა აგვისტოს შუა რიცხვებსა და სექტემბრის ბოლოს აჯობებს.
კირჩხიბმა, სასურველია, ბინა სექტემბერ-ოქტომბრის შუალედში შეიცვალოს და თავი აარიდოს ხანგრძლივვადიან ფინანსურ ვალდებულებებს, როგორიცაა საბანკო კრედიტი ან იპოთეკა.
ლომს ასტროლოგები ურჩევენ, უძრავი ქონების შეძენა-გარემონტების საკითხით ოქტომბერ-ნოემბრის შუალედში დაკავდეს. ამ მხრივ ზომიერი რისკის გამოჩენაც სავსებით გამართლებული იქნება.
ქალწულმა საბინაო საკითხი ნოემბრის შუა რიცხვებსა და დეკემბრის პირველ ნახევარში უნდა მოაგვაროს. განსაკუთრებით კარგია კოსმეტიკური რემონტის გაკეთება.
იხილეთ სრულად: astrologi.ge