გიფიქრიათ კი იმაზე, როგორი უნდა იყოს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის საოცნებო და იდეალური საქორწინო ცერემონიალი?
ცნობილმა გამოცემამ, harpersbazaar.com-მა საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა მკითხველებს ზუსტად ამ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, თუ ჯერაც არ დაგიგეგმავთ საკუთარი ქორწილი - მოგვყევით, ჩვენ გირჩევთ, რა, როგორ, სად და რატომ.
ვერძისთვის ქორწილის დღე ერთ-ერთი სტრესული, დინამიკური და დაძაბული დღეა. ღმერთმა ნუ ქნას, თვალში უშნოდ გაეჩხიროს ვინმე საქორწინო აურზაურით სრულიად მოცულს. მისთვის საკუთარი ქორწილის ორგანიზება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ამიტომ ვერძი შეეცდება, ყველაფერი იდეალური იყოს ცერემონიალზე. დიდი ალბათობით, სპეციალურად ცერემონიალისთვის მოიფიქრებს რაიმე გრანდიოზულ და ექსტრემალური ელემენტებით გაჯერებულ შოუს, რომელზეც დამსწრე საზოგადოება დიდი ხნის მანძილზე ილაპარაკებს.
კურო - ვენერით მართული, საოცრად რომანტიკული და ამავდროულად, უზომოდ პრაქტიკული ნიშანია. ის არ ეცდება, გარშემო მყოფები გააკვირვოს გრანდიოზული შოუს დადგმით ან ფეიერვერკებით. სამაგიეროდ, მის ქორწილში იქნება უგემრიელესი კერძები, ულამაზესი ლანდშაფტური დიზაინით გაფორმებული საკურთხეველი და მსუბუქი მუსიკა ყველას კმაყოფილს დატოვებს.
ტყუპი - ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის, საკუთარი ქორწილი ტყუპისთვის უსაზღვროდ სახალისო თემა იქნება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები გასაოცარი სიმსუბუქით ეკიდებიან ყოველგვარი ტიპის ვალდებულებებს. ამიტომ საქორწინო ცერემონიალზე არ გაგიკვირდეთ, რომ ნეფე ან პატარძალი ტყუპი დააგვიანებს; შესაძლოა, ნიშნობის ბეჭედი დარჩეს სახლში ან სულაც დაავიწყდეს, რომ იმ დღეს მისი ქორწილია.
კირჩხიბი - ქორწილის თემა მისთვის საშვილიშვილო და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის რამაა. ის დიდი ხნით ადრე ჩამოწერს ნათესავ-ახლობლების დიდ სიას, ვინც ცერემონიალზე აუცილებლად უნდა დაპატიჟოს და ეცდება, ქორწილი მაქსიმალურად ტრადიციულ სტილში, ყველა დეტალის გათვალისწინებით გადაიხადოს. აუცილებლად დაეკითხება რჩევას დედას, მამას, სიდედრ-სიმამრსა და დედამთილ-მამამთილს საიმისოდ, რომ მისი ქორწილის დღეს ყველა კმაყოფილი იყოს დღესასწაულით.
ლომი - მისი ქორწილი მასშტაბური და გრანდიოზული დღესასწაულია არა მხოლოდ ნაცნობ-მეგობრების, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით. ამიტომ ლომი კოლოსალურ თანხებს და რესურსს ხარჯავს ცერემონიალის მოსაწყობად. იგი ყველაფერ საუკეთესოს შეუკვეთავს - დაწყებული სამოსით, დამთავრებული სასმლითა და მუსიკით და ძალიან ბედნიერი იქნება, თუკი მისი ქორწილი თაობებსაც ემახსოვრებათ.
ქალწული - ხშირად ვერ ხვდება, საერთოდ რა საჭიროა ქორწილები და მომაბეზრებელი, ამაო დანახარჯთან დაკავშირებული ცერემონიები. მისი აზრით, ის თანხა, რაც ქორწილს უნდა მოხმარდეს, სავსებით გონივრულად და მიზნობრივად შეიძლება გადანაწილდეს ბინის კეთილმოწყობაზე, მომავალი შვილების სწავლა-განათლებაზე და ა.შ. თუ მაინც უწევს ქორწილის გადახდა, ეს მცირერიცხოვანი და მოკრძალებული ხელის მოწერის ცერემონიალი იქნება ვიწრო წრეში.
იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge