ვერძი - ცოტნე. ცოტნე ვერძის თვისებებს ავლენს. ხმაურიანი, პირდაპირი, ზოგჯერ უდარდელი და უმიზეზოდ ფიცხი.
იგი დონ კიხოტივით გაბედულად ებმება უსამართლობასთან ბრძოლაში, თუმცა ეს ენთუზიაზმი შესაძლოა, დროდადრო განელდეს.
კურო - ნინა
ნინა კუროს ნიშნის თვისებებს ავლენს. მშვიდი, გაწონასწორებული, ერთგული, ოჯახზე მზრუნველი და შრომისმოყვარე ნინა სამსახურსა და ოჯახს ერთმანეთს უთავსებს. კუროს ყველაფერზე მეტად ოჯახური გარემო ხიბლავს.
ტყუპი - კატო
ცნობისმოყვარე, მერყევი, ქარაფშუტა, პირად ურთიერთობებში ჩამოუყალიბებელი და ხშირად არასერიოზული კატო ტყუპების ნიშნის მატარებელია. მას ხშირად საკუთარი თავის ვერაფერი გაუგია.
კირჩხიბი - ნატაშკა
მგრძნობიარე, მეოჯახე, შვილების ზრუნვაზე გადაყოლილი, მშრომელი და ერთგული ნატაშკა კირჩხიბის თვისებებს ატარებს. მას ხშირად ესაჭიროება განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება.
ლომი - მაკა
კარიერისტი, ჩამოყალიბებული და პრაგმატული მაკა ლომის ნიშანს ჰგავს. მისთვის სოციალური სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში.
იხილეთ სრულად