ალბათ, გაგიგონიათ, რომ მეგობრობიდან ხშირად დაწყებულა ამა თუ იმ წყვილის ცხოვრებაში დიდი სიყვარული. თუმცა, სკეპტიკოსებს და თავგადასავლების მოყვარულებს რომ ჰკითხოთ, მეგობრობის შედეგად არ მოდის ის გრძნობა, რასაც ნამდვილი სიყვარული ჰქვია.
იქნებ პირიქით გახლავთ? ჩვენ რასაც სიყვარულს ვეძახით მთელი თავისი დრამატული ისტორიებით, ეჭვიანობის სცენებით, შერიგება-დაშორების კალეიდოსკოპური მონაცვლეობით, იქნებ სულაც არ არის ეს სიყვარული? ასტროლოგები თვლიან, რომ სიყვარულს სიმშვიდე უნდა მოჰქონდეს. ამიტომ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ დავა, მოდი, დღეს იმ წყვილებზე ვისაუბროთ, ვისთანაც ძალზე ხშირად მოდის სიყვარული, ხანგრძლივი მეგობრობის შედეგად...
ვერძი-მერწყული. მათ შორის ყოველთვის არსებობს სასაუბრო თემა. ისინი ძალზე ხშირად ერთიანდებიან ერთი იდეის ქვეშ. მერწყული იდეის გენერატორია, ვერძი კი მისი ენთუზიასტი შემსრულებელი. ამ ორს სამყაროს გაოცება შეუძლია საკუთარი კრეატიულობით. თუმცა, საერთო ინტერესები მალე გადადის ხოლმე მიჩვევასა და სიყვარულში. მერწყულები კი, მოგეხსენებათ, მხოლოდ მეგობრობით დაწყებულ გრძნობებს სცემენ პატივს.
კირჩხიბი-ქალწული. მათ ერთმანეთთან ვინმეზე ზრუნვის მოთხოვნილება, სამსახურებრივი საქმეები ან ჯანმრთელობის საკითხზე საუბარი აკავშირებთ. კირჩხიბიც და ქალწულიც ბუნებით შინაყუდაა. შესაბამისად, ერთმანეთს ჭეშმარიტად აღმოაჩენენ, როცა გაირკვევა, რომ ორივეს უყვარს ვიქენდის პლედშემოხვეულს გატარება, ჭიქა ჩაით ხელში. ჰოდა, რა იქნება იმაზე უკეთესი, თუ პლედში ორნი იქნებიან უკვე?
კურო-სასწორი. ამ წყვილს ხელოვნება ან შემოქმედებითი საქმიანობა დააკავშირებს. შესაძლოა, მუსიკალური გემოვნება აღმოაჩნდეთ ერთნაირი ან საოცარ ფოტოებს იღებდეს რომელიმე, ამით კი მეორე აუცილებლად აღფრთოვანდება. ორივეს უყვარს კომფორტი, ტკბილეული და ხელოვნება. შესაბამისად, დროის ერთად გასატარებლად ეს საკმარისი მიზეზია.
იხილეთ სტატია სრულად