რა საფრთხეს უქმნის ქალს მიომა
რა საფრთხეს უქმნის ქალს მიომა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ახალგაზრდა ქალების 60%-ზე მეტს ესა თუ ის გინეკოლოგიური დარღვევა აღენიშნება. ერთ-ერთი მათგანია საშვილოსნოს მიომაა

სპეციალისტთა აზრით, ის ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა და 40-50 წლის ქალების დაახლოებით 25-30%-ს აქვს. რა აჩენს მიომას და არის თუ არა აუცილებელი მის მოსაცილებლად ქირურგიული ჩარევა?

გვესაუბრება გინეკოლოგი ლელა რუხაძე: - მიომა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც საშვილოსნოს კუნთოვან კედელზე იზრდება. მიომური კვანძების წარმოშობის მექანიზმი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ დადგენილია, რომ ესტროგენების სიჭარბე მიომას ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს, ესტროგენების სინთეზს ქმნის, ანუ მნიშვნელობა აქვს დარღვევას და ამ ჰორმონების ზემოქმედებას საშვილოსნოს ტანის (მიომეტრიუმის) ქსოვილების მგრძნობელობაზე.

- რაზეა დამოკიდებული მიომას მკურნალობის ტაქტიკა?

- მრავალ ფაქტორზე: მიომას ზომაზე, ადგილმდებარეობაზე, ზრდის ინტენსივობაზე, ქალის ასაკზე, შვილოსნობაზე და სხვ. ზოგჯერ მიომა მკურნალობის გარეშე რეგრესირებს, ანუ პატარავდება და გაიწოვება.

თუ მიომა მცირე ზომისაა, მკურნალობა ძირითადად პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატებით მიმდინარეობს, მაგრამ თუ წარმონაქმნმა საშვილოსნოს ღრუს დეფორმაცია გამოიწვია, საჭიროა ქირურგიული ჩარევა - მიომექტომია (მიომას ამოკვეთა).

არსებობს მიომას მკურნალობის კონსერვატიული მეთოდებიც - სპეციალური მედიკამენტები ძირითადად საკვერცხეების ფუნქციაზე მოქმედებს და ხელს უწყობს მიომას ზრდის შეჩერებას ან მისი ზომის შემცირებას, თუმცა მისი სრული გაქრობა არ ხდება.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - მიომას ემბოლიზაცია: იმ სისხლძარღვების ბლოკირება, რომლებიც კვებავენ ამ წარმონაქმნს, შედეგად კი მიომას ქსოვილი "კვდება".
ზოგიერთი მიომა პატარაა, მაგრამ სისხლმდენია და ანემიას იწვევს. ამ შემთხვევაშიც ამოკვეთაა საჭირო.

მიომა, წესისამებრ, რეპროდუქციულ ასაკში ვითარდება, კლიმაქსურ პერიოდში კი უკუგანვითარებას განიცდის, ვინაიდან ესტროგენების რაოდენობა მცირდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მიომური კვანძები კლიმაქსურ პერიოდშიც იზრდება. ასეთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.

- ექიმები მიომათი დაავადებულ ქალებს ხშირად დაორსულებას ურჩევენ. რატომ?

- ორსულობის პერიოდში, ანუ მთელი ცხრა თვის განმავლობაში, ეს წარმონაქმნი პროგესტერონის (ქალის სასქესო ჰორმონის) ზემოქმედებას განიცდის და პროგნოზიც კეთილსაიმედოა.

- მიომური კვანძი გაუთხოვარ ქალსაც შეიძლება გაუჩნდეს?


- გამორიცხული არ არის. მისი პირველი სიმპტომებია არარეგულარული მენსტრუალური ციკლი და სისხლიანი გამონადენი ციკლის შუალედში. ცხადია, ეს სიმპტომები მიომას არსებობაზე ყოველთვის არ მიგვანიშნებს, მაგრამ ექიმის კონსულტაცია და ექოსკოპიური დათვალიერება მაინც აუცილებელია.

ყოველგვარი ჰორმონული დარღვევა, რომელიც მენსტრუალური ციკლის მოშლით ვლინდება - ტკივილი თუ გამონადენი - ყურადსაღებია. დაგვიანებულ დიაგნოზს ხშირად დაავადების გართულებამდე და უშვილობამდე მივყავართ.

მინდა, ქალბატონებს კიდევ ერთი რჩევა მივცე: როდესაც საშვილოსნოში მიომური კვანძებია, ყურადღებას ითხოვს სარძევე ჯირკვალიც, რადგან მიომური კვანძების ფონზე მასში ხშირად წარმოიქმნება ფიბროადენომა.


- მიომას ამოკვეთისას ხშირად საშვილოსნოს ამოკვეთასაც მიიჩნევენ საჭიროდ.

- როდესაც მიომა დიდი ზომისაა და მეტისმეტად ახლოს არის საშვილოსნოს ყელთან, ის სისხლმდენია და საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას. თუ ქალს უკვე ჰყავს შვილები და მეტი შვილის გაჩენას აღარ აპირებს, არ აქვს აზრი კონსერვატიულ მკურნალობას, რომელმაც დროთა განმავლობაში შესაძლოა უკუშედეგიც კი გამოიღოს.

ასეთ შემთხვევაში მიომა საშვილოსნოსთან ერთად უნდა ამოიკვეთოს. მთავარია, ქალს შევუნარჩუნოთ საკვერცხე, რომელიც ჰორმონული ორგანოა და თავის ფუნქციას კვლავ შეასრულებს. როდესაც პაციენტი ახალგაზრდა, გასათხოვარი ქალია, ოპერაციის შემთხვევაში ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ მას საშვილოსნო შეუნარჩუნონ, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ასეთ პაციენტს მეთვალყურეობა სჭირდება.

- მიომა ყოველთვის კეთილთვისებიანია?

- მიომური კვანძების ბევრი სახეობა არსებობს. მათი უმრავლესობა კეთილთვისებიანია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმონაქმნი უყურადღებოდ დავტოვოთ, მით უმეტეს - თუ ის იზრდება და სისხლმდენია.

ქალბატონებმა ნებისმიერი არასასურველი სიმპტომის აღმოჩენისას, დაავადების გართულება თავიდან რომ აიცილონ., უნდა ჩაიტარონ გამოკვლევა (თუნდაც ექოსკოპიური). ალერგენების დეტექტორი

ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ქინძი არღვევს მენსტრუალურ ციკლს - მწვანილის დადებითი და უარყოფითი თვისებები
12:21 / 16-04-2014
ზამთრის შემდეგ თვალს განსაკუთრებით ახარებს ბაზარში გამოტანილი მწვანილის სიმრავლე. მწვანილების სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბათ, არაერთხელ გსმენიათ, მაგრამ ზოგიერთის თვისებამ შეიძლება გაგაოცოთ კიდეც.
შოკოლადი იმუნურ სისტემას აძლიერებს
14:41 / 12-04-2014
თანამედროვე მონაცემებით, მაღალხარისხიანი შოკოლადი (განსაკუთრებით - შავი) მეტად სასარგებლო პროდუქტია.
რა იმალება მაკიაჟის მიღმა (+ ვიდეო)
15:14 / 04-04-2014
ჩერი ლინდსი ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც ე.წ. ვიტილიგოს დაავადება აქვს, რომელიც გამოწვეულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით.
სახის კონკრეტულ ადგილას გაჩენილი გამონაყარი შინაგანი ორგანოების დარღვევებზე მიუთითებს
12:17 / 04-04-2014
გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ პაციენტის სახეზე ერთი შეხედვით ამოიცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგანი ორგანოების მუშაობა რომ სახის კანზე აისახება, ეს ახალი არ არის.
თუ ყავა აკრძალული გაქვთ, მაგრამ თავს ვერ იკავებთ მისგან - ვარღვევთ წესებს!
15:58 / 02-04-2014
დაიმახსოვრეთ მხოლოდ 5 სანელებელი, რომლებიც ანეიტრალებენ კოფეინის უარყოფით მოქმედებას ორგანიზმზე.
მოუთმენლობა დიაბეტს იწვევს - ანუ რა დაავადებებამდე შეიძლება მიგიყვანოთ უარყოფითმა ემოციებმა
13:59 / 02-04-2014
გრძნობები ემოციებით გამოიხატება – ეს ყველასთვის ცნობილია. სამწუხარო ემოციების ხანგრძლივობა ადამიანის სხეულში დაძაბულობას იწვევს და შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა დაავადება.
მარტივი არითმეტიკა პროდუქტებით – რასთან რა უნდა მივირთვათ, რომ...
17:04 / 27-03-2014
თუ თქვენ ხილსა და ბოსტნეულს ამ შეთავსებებით მიიღებთ, ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებას ააცილებთ თავიდან და სახის კანის ფერსა და სტრუქტურასაც გაიუმჯობესებთ.
წყლით მკურნალობის უნიკალური იაპონური მეთოდი
13:33 / 25-03-2014
უბრალო წყალს უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია! წყალი – უნიკალური ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა.
სქემა: რამდენი ჭიქა წყალი უნდა დავლიოთ დღეში
16:11 / 22-03-2014
ყველა ერთხმად აღიარებს წყლის ძალას და მის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
არქივის კალენდარი
«« აპრილი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234