სურდოს წინააღმდეგ საბრძოლველად უამრავი ხალხური მეთოდი არსებობს, მათ შორის ყველაზე მარტივია ვაშლის ძმრისა და თაფლის ნაყენი.
როგორც კი სურდოს პირველ ნიშნებს შეამჩნევთ, ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით ორი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და ორი სუფრის კოვზი თაფლი. დალიეთ ცხელი. ღამით, ძილის წინ კვლავ მოამზადეთ იგივე ნაყენი და ასევე ცხელი მიირთვით.
სხვათა შორის, დღეში რამდენიმე ვაშლის ჭამა კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ. საიმედო დაცვაა გაციებისგან.
ინდური ტრადიციული მედიცინის წარმომადგენლებმა გაციების სამკურნალო სამი გამოცდილი საშუალება დაასახელეს. მათი თქმით, იმუნიტეტის ამაღლებასა და გაციების თავიდან აცილებაში განსაკუთრებული სანელებლები დაგეხმარებათ.
აიურვედული მედიცინის მომხრეები ირწმუნებიან, რომ გაციებისა და ღორის გრიპისგან კოჭა, რეჰანი და შავი წიწაკა დაგიცავთ. ეს სანელებლები აუცილებლად უნდა ჩართოთ კვების რაციონში. ამასთან, მოერიდეთ ცივ საკვებსა და სასმელებს. ზემონახსენები სანელებლები აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს. იმუნიტეტის გაძლიერებაში ხილ-ბოსტნეულიც დაგეხმარებათ.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)