7 სავარჯიშო ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად
7 სავარჯიშო ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად
ტვინი ადამიანის ორგანიზმის მთავარი ორგანოა და მასზე ყველაზე დიდი დატვირთვაც მოდის. იმისთვის, რომ ტვინმა "არ იზარმაცოს" და, ამასთან, თავისი შესაძლებლობები მეტად გამოავლინოს, ექსპერტები რამდენიმე რჩევას გვთავაზობენ:

1. ფიზიკური ვარჯიში მუშაობაში არა მარტო სხეულს, ტვინსაც ეხმარება. ამ დროს ფართოვდება სისხლძარღვები და ტვინს მეტი სისხლი მიეწოდება, მასთან ერთად კი მიეწოდება მეტი ჟანგბადიც, რაც მას გაცილებით უკეთ მუშაობის საშუალებას აძლევს.

2.
დილით აუცილებლად ისაუზმეთ. საუზმის გარეშე დარჩენილი ადამიანის ტვინი მალე იღლება.

3.
ეცადეთ, ტვინი დილიდანვე "დაქოქოთ", თუნდაც ამოხსნათ კროსვორდის რამდენიმე სიტყვა. ასეთი ვარჯიში ტვინს მთელი დღის სამყოფი ენერგიით დამუხტავს.

4.
მიირთვით თევზი. მას ექიმები ყველაზე "ჭკვიან" საკვებს უწოდებენ. ყველაზე სასარგებლო კი თევზის ქონია.

5.
დღემ ნაყოფიერად რომ ჩაიაროს, წინა ღამით დაწერეთ მისი გეგმა. ძილის დროს ტვინი ამ გეგმას გადაამუშავებს და დილით საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ.

6.
თუ რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი დაგავიწყდათ, თავის გაუტოკებლად გაიხედეთ ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ - რამდენიმე წამში დავიწყებული გაგახსენდებათ. რატომ? საქმე ის არის, რომ ტვინი ორი ნახევარსფეროსგან შედგება. აზროვნების დროს ისინი ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან. ზოგჯერ ეს კავშირი დუნდება, თვალების სწრაფი მოძრაობა კი მის აღდგენას უწყობს ხელს. ტვინის ასე "შესაჯანჯღარებლად" სულ 5-10 წამი დაგჭირდებათ.

7.
კარგი ძილი, სასიამოვნო მუსიკა და საჭირო რაოდენობის წყალი ასევე შეუწყობს ხელს ტვინის გამოცოცხლებას.

ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
კომენტარები (3)
მარიამი
სულ ასე ვარ მე...თითქმის :)
მარიკო
მართლა შველის :)
მარიკო
ამას ვცდი აუცილებლად :D
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი ქიშმიშით?
10:18 / 13-10-2014
ქიშმიშით ღვიძლის გაწმენდა მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია. მას უკუჩვენება არა აქვს. სცადეთ და თავად დარწმუნდით მის ეფექტიანობაში.
როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული მაწონი
12:25 / 02-09-2014
მაწონი ქართული ნაციონალური რძემჟავა პროდუქტია. დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული მაწონი მთლიანად საქართველოშია დამზადებული.
საქართველოში პოპულარული წამალი, რომელსაც ბავშვების სიცოცხლე შეეწირა - ტკივილგამაყუჩებლის ფატალური ეფექტები
12:51 / 15-08-2014
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მრავალი მედიკამენტი, რომელიც აქამდე აფთიაქებში ჩვეულებრივად იყიდებოდა, შეიცვლის სტატუსს და მათი ყიდვა მხოლოდ რეცეპტით გახდება შესაძლებელი.
ხალხური საშუალებები მარილების და სხეულზე კაპილარების მოსაშორებლად
15:29 / 06-08-2014
ფიჭვი და ასკილი - აურიეთ ერთმანეთში 10 ს.კ. წვრილად დაჭრილი ფიჭვის წიწვები და 5 ს.კ. დაქუცმაცებული ასკილი.
"ფულის ხე" - კურნავს ჰერპესს, ანგინას, ართრიტს, ახორცებს ჭრილობებს
14:00 / 03-08-2014
შემჩნეულია, რომ "ფულის ხე" ძლიერ რეაგირებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლებსაც სახლში ეს ჯადოსნური მცენარე აქვთ გახარებული.
ფარისებრი ჯირკვლის (ჩიყვის) მკურნალობა ხალხური საშუალებებით
13:42 / 03-08-2014
1. 10 ლიმონის წვენი, 10 თავი წვრილადდაჭრილი ნიორი, 1 ლ ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დააყენეთ 7 დღის განმავლობაში. მიიღეთ აუჩქარებლად 4 ჩ.კ. დღეში ერთხელ. კურსი - 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.
როგორ ვებრძოლოთ მწერებს ზაფხულში
11:48 / 28-07-2014
ჭიანჭველა - თუ ბინაში, აგარაკზე ჭიანჭველები გაჩნდნენ, იატაკზე, სადაც ისინი გროვდებიან, კიტრის კანები დაალაგეთ.
ალუბალი – დღეგრძელობისა და მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი
12:20 / 16-06-2014
სულ ახლახან მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ალუბლის წვენი – სიცოცხლისა და ახალგაზრდობის შეუცვლელი ელექსირია.
კიბოს საწინააღმდეგო სასმელი – ჩინელების რეკომენდაციით!
16:54 / 04-06-2014
ეს სასმელი ორგანიზმს ათავისუფლებს ცუდი უჯრედებისგან. მისი მიღება რეკომენდებულია 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად. ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მაშინვე იგრძნობთ. ეს სასწაულს ჰგავს!
კოწახური კიბოს მკურნალობაში გამოიყენება
16:05 / 31-05-2014
ივნისში შეგროვილი კოწახურის ფოთლები შეიცავს 120 მგ/პროცენტამდე ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C-ს), ნაყოფმსხმოიარობისას კი დაახლოებით 40 მგ/პროცენტ ვიტამინ E-ს.
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30