რით არის სასარგებლო ვაშლის ძმარი
რით არის  სასარგებლო ვაშლის  ძმარი
ცნობილია, რომ ძმარი კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს და გასტრიტსა და წყლულოვან დაავადებას იწვევს. თუმცა მასზე საერთოდ უარის თქმა არ ღირს. მთავარია, რა ძმარს ვიყენებთ და რა რაოდენობით.

ვაშლის ძმრის სამკურნალო თვისებები ოდითგანვე იყო ცნობილი. მას მიმართავდნენ მაღალი არტერიული წნევის, შაკიკის, ასთმის, თავის ტკივილის, ართრიტების, მაღალი სიცხისა და დამწვრობის დროს.

როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ ჭიქა წყალში გახსნილი თითო ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის მიღების შემთხვევაში დიეტები შეიძლება დაივიწყოთ და ჭარბ წონაზე აღარ იფიქროთ.

ასეთი მჟავე ხსნარი შემადგენლობით ძალიან ჰგავს კუჭის წვენს, რომლის დიდი რაოდენობაც ცილოვანი და ცხიმოვანი საკვების გადამუშავებაზე იხარჯება. ასეთი საკვების კუჭში დიდხანს დაგროვება კი მრავალი დაავადების წარმოქმნას უწყობს ხელს.

ვაშლის ძმარი რამდენიმე მჟავას შეიცავს - ვაშლისას, რძისას, ასკორბინისას და ძმრისას. გარდა ამისა, მასში ბევრია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნატურალური ნივთიერებები: B, E ვიტამინები, პანტოტენის მჟავა და პექტინები, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა.

ყველა ეს კომპონენტი არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე - წმენდს შლაკებისაგან და გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისაგან იცავს.

სპეციალისტები ჯანმრთელ ადამიანებსაც კი ურჩევენ, ასეთი სასარგებლო და გამახალისებელი ნაყენი მიიღონ: 1 ჭიქა წყალი, 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. ვაშლის ძმარი.

რომის იმპერიაში ცნობილი იყო ძმრის ბალზამის რეცეპტი. ეს ბალზამი ათწლეულების განმავლობაში ძველდებოდა, როგორც კონიაკი. შეიცავდა საიდუმლო ინგრედიენტებს და არაჩვეულებრივი არომატი და თვისებები გააჩნდა. ბალზამის რამდენიმე წვეთს ახალდაქორწინებულებს ენაზე აწვეთებდნენ, რათა ლტოლვა გამძაფრებოდათ.

კურნავდა უამრავ სნეულებას - დეპრესიას, უძილობას, სისხლნაკლულობას და ა.შ.
ჩვეულებრივი სუფრის ძმარიც კი უამრავი სასარგებლო თვისების მატარებელია. მისი ორთქლი ბევრ მიკრობს კლავს. თავზე ძმრიანი წყლის გადავლება თმას ფაფუკსა და მბზინავს ხდის.

სხვადასხვა ქვეყნის კულინარები ძმრის ახალ-ახალ თვისებებს პოულობენ. მაგალითად, ევროპელებმა აღმოაჩინეს, რომ დამარილებულ ხორცში ძმრის გამოყენებისას კანცეროგენული ნივთიერებები ნადგურდება. იაპონელები კი თვლიან, რომ ძმარი თევზის ქონის სუნს აქრობს, წიწაკის სიმწარეს ანელებს და საკვებში C ვიტამინის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

თუ ძმარს სპეციალურ სამკურნალო მცენარეებსაც დავუმატებთ, მაშინ მისი გამაჯანსაღებელი თვისებები ათმაგდება.

კენკროვანთა ძმარში, პრაქტიკულად, ყველა სასარგებლო კომპონენტია შენარჩუნებული. ამასთან, შედარებით ნაკლებად მჟავეა. ზაფხულში შეიძლება ცივ წყალში გახსნათ და მშვენიერ გამაგრილებელ და მატონიზებელ საშუალებას მიიღებთ.
კომენტარები (3)
მზიკო
იყიდება ყველა მაღაზიაში იაფია
მაკა
გთხოვთ დამიცეროთ როგორ გავაკეთო ვაშლის ძმარი
ვენერა
გვიტხარიტროგორგავაკეტოვაქლისდმარი
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ქინძი არღვევს მენსტრუალურ ციკლს - მწვანილის დადებითი და უარყოფითი თვისებები
12:21 / 16-04-2014
ზამთრის შემდეგ თვალს განსაკუთრებით ახარებს ბაზარში გამოტანილი მწვანილის სიმრავლე. მწვანილების სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბათ, არაერთხელ გსმენიათ, მაგრამ ზოგიერთის თვისებამ შეიძლება გაგაოცოთ კიდეც.
შოკოლადი იმუნურ სისტემას აძლიერებს
14:41 / 12-04-2014
თანამედროვე მონაცემებით, მაღალხარისხიანი შოკოლადი (განსაკუთრებით - შავი) მეტად სასარგებლო პროდუქტია.
რა იმალება მაკიაჟის მიღმა (+ ვიდეო)
15:14 / 04-04-2014
ჩერი ლინდსი ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც ე.წ. ვიტილიგოს დაავადება აქვს, რომელიც გამოწვეულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით.
სახის კონკრეტულ ადგილას გაჩენილი გამონაყარი შინაგანი ორგანოების დარღვევებზე მიუთითებს
12:17 / 04-04-2014
გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ პაციენტის სახეზე ერთი შეხედვით ამოიცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგანი ორგანოების მუშაობა რომ სახის კანზე აისახება, ეს ახალი არ არის.
თუ ყავა აკრძალული გაქვთ, მაგრამ თავს ვერ იკავებთ მისგან - ვარღვევთ წესებს!
15:58 / 02-04-2014
დაიმახსოვრეთ მხოლოდ 5 სანელებელი, რომლებიც ანეიტრალებენ კოფეინის უარყოფით მოქმედებას ორგანიზმზე.
მოუთმენლობა დიაბეტს იწვევს - ანუ რა დაავადებებამდე შეიძლება მიგიყვანოთ უარყოფითმა ემოციებმა
13:59 / 02-04-2014
გრძნობები ემოციებით გამოიხატება – ეს ყველასთვის ცნობილია. სამწუხარო ემოციების ხანგრძლივობა ადამიანის სხეულში დაძაბულობას იწვევს და შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა დაავადება.
მარტივი არითმეტიკა პროდუქტებით – რასთან რა უნდა მივირთვათ, რომ...
17:04 / 27-03-2014
თუ თქვენ ხილსა და ბოსტნეულს ამ შეთავსებებით მიიღებთ, ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებას ააცილებთ თავიდან და სახის კანის ფერსა და სტრუქტურასაც გაიუმჯობესებთ.
წყლით მკურნალობის უნიკალური იაპონური მეთოდი
13:33 / 25-03-2014
უბრალო წყალს უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია! წყალი – უნიკალური ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა.
სქემა: რამდენი ჭიქა წყალი უნდა დავლიოთ დღეში
16:11 / 22-03-2014
ყველა ერთხმად აღიარებს წყლის ძალას და მის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
არქივის კალენდარი
«« აპრილი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234