მიუხედავად იმისა, რომ ხალხურ მედიცინაში ბროწეულს საუკუნეების განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ, რამდენიმე წლის წინ ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო მეცნიერებმა ის სუპერპროდუქტად აღიარეს.
ბროწეულის სასიკეთო თვისებები ფართოდაა ცნობილი, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე შევჩერდებით, რაც ზედმეტი წონის გამო დიეტაზე მყოფთათვის იქნება საინტერესო.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბროწეული ან ბროწეულის წვენი მნიშვნელოვნად აქვეითებს მადას და საშუალებას იძლევა, მცირე ულუფითაც კი დაიკმაყოფილოთ შიმშილის გრძნობა.
ექსპერიმენტში მონაწილეებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მოხალისეები 22%-ით ნაკლებს მიირთმევდნენ, თუმცა გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებდნენ საკვებისგან.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)