რა იწვევს ნაადრევ კლიმაქსს?
რა იწვევს ნაადრევ კლიმაქსს?
კლიმაქსი ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ხდება ქალის ორგანიზმის ჰორმონული გარდაქმნა. ჩვეულებრივ, ის დგება, დაახლოებით, 50 წლის ასაკში, თუმცა შეიძლება 40, 35 და უფრო ადრეულ ასაკშიც იჩინოს თავი.
ნაადრევი კლიმაქსი შეიძლება გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობით, სხვადასხვა დაავადებით (ენდოკრინოლოგიური დარღვევები, სქესობრივი მომწიფების დროს გადატანილი ინფექციები, რთული მშობიარობა); ასევე - ორალური კონტრაცეპტივების არასწორად გამოყენების შედეგად. მენოპაუზის დაჩქარება შეუძლია თამბაქოს მოხმარებას, ხშირ სტრესებსა და ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას.

კლიმაქსს, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის გარდა, სხვა სიმპტომებიც ახასიათებს:

• ალები, შემცივნება;

• ძილის დარღვევა;

• ჭარბი ოფლიანობა;

• გულის მუშაობის შეფერხება, არტერიული წნევის ცვალებადობა;

• კანისა და
You must have Flash Player installed in order to see this player.
თმის სიმშრალე;

• მომატებული გაღიზიანებადობა, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, დეპრესია.

ნაადრევი კლიმაქსის უსიამოვნო გამოვლინებებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია. ამ დროს ინიშნება ესტროგენისა და პროგესტერონის შემცველი პრეპარატები, რომლებიც არა მარტო შეამსუბუქებენ სიმპტომებს, არამედ შესაძლო გართულებებსაც თავიდან ააცილებენ ქალებს.

თათია ბეჟიტაშვილი

ჟურნალი "...და ქალი" (მაისის ნომერი)
კომენტარები (9)
ნანა
ვარ 53 წლის, ერთი წელიც არ არის რაც დამეწყო მენოპაუზა.ვღებულობ ინოკლიმს, მაწუხებს ალები, უძილობა, სწორად მოვიქეცი? 49 წლის ასაკში სარძევე ჯირკვალზე მქონდა კისტოზური წარმონაქმნ. ბოლომდე ვერ დავასრულე მკურნალობა, ვინაიდან ეხოს გადაღების შემთხვევაში მატება არ იგრძნობოდა
ცუცუნა
რა სჰედზლება კლიმაკსის დროს დავლიო
რუსუდანი
მე არ მისჰველა არცერტმა ცამალმა,დამეხმარედ
ლალიტა
უცებ დამცხება ხოლმე და სახეზე ცამომახურებს , ასე მგონია სიცხე მაქვს ციკლი ნორმალური. და რისი ბრალი სჰეიზლება იკოს. მადლობტ.
13
ინოკლიმი დაგილევიათ?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში
12:13 / 24-05-2017
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში.
პროდუქტები, რომლებიც სახეს ცვლიან
14:00 / 20-05-2017
თითოეულ ქალს სურს, დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა. ცდილობს იყოს მოხდენილი, აკონტროლებს კვებას, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ სახის კანზე.
წონაზე მოქმედი 5 ჰორმონი - შეიძლება თუ არა მათი კონტროლი
12:52 / 15-05-2017
წონის სწრაფი მატება ხშირად, მიუხედავად სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობისა, ჰორმონული დარღვევითაა განპირობებული.
ქალის 5 გინეკოლოგიური პრობლემა, რასაც ნერვიულობა და დეპრესია იწვევს
21:36 / 10-05-2017
ექიმების ერთ ნაწილი ფიქრობს, რომ ბევრი გინეკოლოგიური პრობლემა ნერვიულობის და დიდი განცდების შედეგია.
რა უნდა ვიცოდეთ საშვილოსნოს მიომის შესახებ
15:16 / 08-05-2017
რამდენიმე მითი საშვილოსნოს მიომის შესახებ
საეკლესიო საკმეველი კიბოს უჯრედებს კლავს
11:10 / 08-12-2016
მეცნიერებმა შეძლეს, ნაწილობრივ აეხსნათ მათ მიერ გამოკვლეული, კიბოთი დაავადებული იმ პაციენტების განკურნების ფაქტი, რომლებიც ხშირად დადიან ეკლესიაში.
ცივ წყალს საჭმლის საწამლავად გადაქცევა შეუძლია
17:24 / 17-11-2014
რენტგენოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ თუ საკვებს ცივ სასმელს (ყინულიანი წყალი, "კოკა-კოლა", "პეპსი") მივაყოლებთ, საკვები კუჭში მოსანელებლად 4-5 საათს კი არ გასტანს, არამედ 20 წუთს.
ვარსკვლავები, რომლებმაც შაქარზე უარი თქვეს და ეს მათ სხეულებსაც დაეტყოთ
12:56 / 07-11-2014
მეცნიერები ცდილობენ, არარაფინირებული შაქრის სასარგებლო თვისებები დაამტკიცონ, მაგრამ უკვე მრავალმა ვარსკვლავმა უარი თქვა მის მიღებაზე.
როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი ქიშმიშით?
10:18 / 13-10-2014
ქიშმიშით ღვიძლის გაწმენდა მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია. მას უკუჩვენება არა აქვს. სცადეთ და თავად დარწმუნდით მის ეფექტიანობაში.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი