ოქროს სამკაული სიმდიდრისა და ფუფუნების ნიშანია. თუმცა არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისაც მოუწევს, დაივიწყოს ან იშვიათად ატაროს ოქროს ბეჭდები და საყურეები.
საქმე ისაა, რომ ოქრო ადამიანის ორგანიზმთან რეაქციაში შედის და ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, იწვევს რა გაღიზიანებასა და აგზნებადობას. თუ ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანები მხოლოდ გაღიზიანებით შემოიფარგლებიან, ზედმეტად ემოციური ბუნების მქონენი ოქროს სისტემატურად ტარებისას შესაძლოა, მძიმე დეპრესიაშიც ჩავარდნენ.
მეცნიერები გვირჩევენ, ოქრო ჩავანაცვლოთ ვერცხლით, რომელიც, პირიქით, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და არტერიულ წნევასაც კი დაბლა სწევს.
თუ ოქროს სამკაულები საყვარელი ადამიანის საჩუქარია და მათთან განშორება არ გინდათ, მაშინ ეცადეთ, რომ სისტემატურად არ ატაროთ ისინი და ღამით აუცილებლად მოიხსნათ.