რატომ არის სასარგებლო შიშვლად ძილი? - Marao

რატომ არის სასარგებლო შიშვლად ძილი?

2013-10-01 13:33:21+04:00

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის შიშვლად ძილი სასარგებლოა.

აღმოჩნდა, რომ შიშვლად ძილი ადამიანისთვის მრავალმხრივ სასარგებლოა: ის გვათავისუფლებს თავისა და მუცლის ტკივილისგან, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

ყველაფერი ეს კი იმის გამო ხდება, რომ დედიშობილა ძილით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. სხეულისთვის ჰაერის მიწოდების ხარჯზე ორგანიზმში დაჩქარებულია რეგენერაციის პროცესი.

გარდა ამისა, შიშვლად ძილის დროს მცირდება სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკი, რამეთუ ოფლიანობა და სინოტივე, რომელიც თეთრეულზე გროვდება, ინფექციების გამომწვევია.

გარდა ამისა, პიჟამას გარეშე ძილი ფსიქიკისთვისაც სასარგებლოა. ასე თქვენ მოგეხსნებათ ნერვული დაძაბულობა, გაგიუმჯობესდებათ ძილის ხარისხი.

ამერიკელი ფსიქოლოგი ემი გორდონი ამტკიცებს, რომ შიშვლად ძილი მეუღლეებს შორის ურთიერთობასაც აუმჯობესებს. სტატისტიკამ აჩვენება, რომ გამოუძინებლობის გამო (სამოსში ძილი ნაკლებად ხარისხიანია) ცოლ-ქმარი ხშირად კამათობს, მათი კონფლიქტები ბევრად სერიოზული ხდება, რამაც საბოლოოდ საქმე, შესაძლოა, განქორწინებამდეც მიიყვანოს.