გამჭვირვალე ჭურჭელში ჩაყარეთ 12 კბილი ნიორი, თითოეული 4 ნაწილად გაჭრილი. დაასხით 3 ჭიქა წითელი ღვინო.
მჭიდროდ დაახურეთ თავი და დადგით ფანჯარასთან, იქ, სადაც მზე ყველაზე დიდხანს უდგება. გააჩერეთ 2 კვირით. ყოველდღიურად 2-3-ჯერ შეანჯღრიეთ. ორი კვირის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ გაუმჭვირვალე ჭურჭელში.
ლიქიორი ჩაის კოვზით დღეში სამჯერ 3 თვის განმავლობაში მიიღეთ. ეს ნაყენი საოცრებებს ახდენს – ორგანიზმიდან გამოაქვს მარილები, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ასუფთავებს სისხლს, ამაღლებს იმუნიტეტს, ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის მუშაობას, აშორებს ზედმეტ ცხიმს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
შეუცვლელია ქალური დაავადებებისა და ანთებების დროს. ერთი სიტყვით, ასუფთავებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან.