10-ზე მეტი კვლევის შედეგების შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ჰორმონალური კონტრაცეპტივები, რომლებსაც მსუქანი ქალბატონები იყენებენ, მათ ორგანიზმზე სხვაგვარად მოქმედებს, ვიდრე იმ ქალებზე, ვისაც ნორმალური წონა აქვს.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტურობა ზედმეტი წონის შემთხვევაში საგრძნობლად მცირდება.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელშიც აშშ-ის 40 000 ქალი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ რაც მეტია ქალის წონა, მით მეტია მისი დაფეხმძიმების ალბათობა კონტრაცეპტივის მიღების შემთხვევაშიც, - წერს Webapteka.
მეტიც, კონტრაცეპტივების გამოყენების შემდეგ ზედმეტწონიან ქალებს უჭირთ დაფეხმძიმება. ამ მოვლენის მიზეზები მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს.
ექსპერიმენტის შედეგების გათვალისწინებით, სპეციალისტები სრულ ქალებს ურჩევენ, გამოიყენონ კონტრაცეფციის ბარიერული საშუალებები.