თუ თქვენ ხილსა და ბოსტნეულს ამ შეთავსებებით მიიღებთ, ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებას ააცილებთ თავიდან და სახის კანის ფერსა და სტრუქტურასაც გაიუმჯობესებთ.
სტაფილი + ჯანჯაფილი + ვაშლი = ამაგრებს იმუნურ სისტემას.
ვაშლი + კიტრი + ნიახური = ამცირებს კიბოს განვითარების რისკს, დაბლა სწევს ქოლესტერინს, კურნავს დიარეას და აყუჩებს თავის ტკივილს.
პომიდორი + სტაფილო + ვაშლი = აუმჯობესებს სახის კანის ფერს და პირში არასასიამოვნო სუნს აქრობს.
ფორთოხალი + ჯანჯაფილი + კიტრი = ატენიანებს კანს და აუმჯობესებს მის ფერს, სწევს ტემპერატურას დაბლა.
ანანასი + ვაშლი + საზამთრო = გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი მარილი, ასუფთავებს შარდის ბუშტსა და თირკმელებს.
ვაშლი + კიტრი + კივი = ატენიანებს კანს, აუმჯობესებს მის ფერს.
მსხალი + ბანანი = სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებს.
სტაფილო + ვაშლი + მსხალი + მანგო = ამაღლებს სხეულის შინაგან ტემპერატურას, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, დაბლა სწევს არტერიულ წნევას და ებრძვის მოჭარბებულ მჟავიანობას.
ყურძენი + საზამთრო + რძე = ვიტამინი C ვიტამინ B2-თან ერთად უჯრედების აქტივობასა და ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.
პაპაია + ანანასი + რძე = ვიტამინები C, E, პლუს რკინა, კანის ფერს აჯანსაღებს და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.
ბანანი + ანანასი + რძე = მკვებავი ვიტამინებით გამდიდრებული პროდუქტების კომპლექსი კუჭ-ნაწლავისთვის მალამოა.