გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ პაციენტის სახეზე ერთი შეხედვით ამოიცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგანი ორგანოების მუშაობა რომ სახის კანზე აისახება, ეს ახალი არ არის.
ამა თუ იმ შინაგან დარღვევაზე შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანის კანის ფერის, სახის ტენიანობისა და ნაოჭების სიღრმისა და განლაგების მიხედვითაც კი. მუწუკები სახეზე ადგილმდებარეობის მიხედვით, ამა თუ იმ ორგანოს მოშლაზე მეტყველებს.
ასე მაგალითად, ნაწლავების ან თირკმლის პრობლემა მაშინვე გამოიხატება სახეზე. სწორედ ამ ორგანოების დაავადებები, შესაძლოა, გახდეს აკნეს მიზეზი. სახის გარკვეულ ზონას თავისი შინაგანი ორგანო შეესაბამება, ანუ მუწუკები სახეზე და შინაგანი ორგანოები მჭიდრო კავშირშია.
როგორ გავარკვიოთ, რა დაავადებებზე მიუთითებს სახის ამა თუ იმ ადგილზე გაჩენილი მუწუკი?
გთავაზობთ თქვენი სახის ნაწილებისა და ავადმყოფობების კავშირის სიას და სიმპტომებს, რომლებსაც ისინი ასახავს:
ლოყები – ფილტვების მდგომარეობა;
ცხვირის წვერი – გულის მდგომარეობა;
ცხვირის ცენტრი – კუჭ-ნაწლავი;
ნესტოები – ბრონქები;
ცხვირის ზედა ნაწილი – კუჭქვეშა ჯირკვალი;
წარბებშორის ადგილი – ღვიძლი;
საფეთქლები – ელენთა;
შუბლი – წვრილი ნაწლავი;
შუბლის პერიფერიული ნაწილი – მსხვილი ნაწლავი;
შუბლის ზედა ნაწილი – შარდის ბუშტი;
ტუჩის კუთხეები – სასქესო ორგანოები;
შუბლის ქვედა და ზედა ნაწილი ერთად – წვრილი და მსხვილი ნაწლავი;
შუბლის ზედა ნაწილი, ყელი და ნიკაპი ერთად – შარდის ბუშტი;
საფეთქლებზე წითელი გამონაყარის შემთხვევაში, რომელსაც თან თავის ტკივილი ახლავს, შეამოწმეთ ნაღვლის ბუშტი. ამ ორგანოს ცუდად მუშაობაზე მიუთითებს ასევე სახისა და თვალის გუგების მოყვითალო ფერი.