მოწყენილობისას ზოგი შოკოლადს მიირთმევს, ზოგი დამამშვიდებელ აბებს ეტანება, ზოგიც დარდის გაქარვებას მაგარი სასმელებით ცდილობს.
არადა, არსებობს მრავალი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება, რომლებსაც მოთენთილობისა და უგუნებობის თავიდან აცილება შეუძლია.
აი, ზოგიერთი მათგანი:
ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია კრაზანა. შეიძლება 1/4 ჭიქა ნახარშის (1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და წამოადუღეთ) დღეში 3-4-ჯერ, თაფლით ან შაქრით დალევა.
ხანშიშესული ქალბატონებისთვის სასარგებლო იქნება კუნელის, გვირილისა და კრაზანას (1:1:1) ნარევის ჩაი: 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 15-20 წთ და გაფილტრეთ. სვით თაფლით, დააგემოვნეთ ყოველი ყლუპი.
ნერვული გამოფიტვისა და სისუსტის დროს რეკომენდებულია მატიტელას ნაყენი: 1 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში გაგრილებამდე. დალიეთ ჭამის წინ.
კიდევ ერთი პოპულარული საშუალებაა კატაბალახა - 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ კატაბალახას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 საათით, არ გაფილტროთ. სვით დილით და შუადღისას თითო სუფრის კოვზი, საღამოობით კი 1/4 ჭიქა.
კარგი ანტიდეპრესანტებია მანჯურიული არალია, ჟენ-შენი, ზაფრანა. ამ მცენარეების ნაყენი მიიღეთ როგორც ნერვული სისტემის მატონიზებელი და დამამშვიდებელი საშუალება - 15-20 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.
იხილეთ სრულად: mkurnali.ge