1. გაიღვიძეთ და ყავის არომატი შეისუნთქეთ - "ყავა ჯადოსნური სასმელია" - ამბობს ღვიძლის დაავადებების შემსწავლელი პროფესორი სანჯივ ჩოპრა.
აი, ყავის სმის მიზეზები: დღეში 3 ჭიქა ყავა 20 პროცენტით ამცირებს კანის კიბოთი დაავადების რისკს, ხოლო დღეში 2 ჭიქა ყავა 20 პროცენტით ამცირებს დეპრესიის გამოწვევას. სვით შავი ყავა. უკიდურეს შემთხვევაში, დაუმატეთ რძე, - გვირჩევს ჩოპრა. - უკოფეინო ყავა ნაკლებად სასარგებლოა.
ამიტომ, თუ მაღალი წნევა არ გაწუხებთ, მას მიანიჭეთ უპირატესობა. თავად პროფესორი დღეში 4 ჭიქა ყავას სვამს, მაგრამ თქვენ 2-ზე მეტს ნუ დალევთ.
2. საუზმე დაიწყეთ ცილით - "ცილა "არწმუნებს" ტვინსა და კუჭს, რომ ყველაფერი წესრიგშია" - ამბობს ექიმი მარკ ჰაიმანი. ცილაში ნაკლები კალორიაა, სამაგიეროდ, იგი დიდხანს გინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას. ცილის საბადოა: კვერცხი, იოგურტი, რძე, ყველი. მაგრამ მათ სადილზე ნუ მიირთმევთ.
3. არც ერთი დღე კალიუმის გარეშე - კარდიოლოგი მარტა გულატი გვირჩევს, ინფარქტის დასამარცხებლად, ყოველდღიურად მივიღოთ კალიუმით მდიდარი პროდუქტები: 1 ჭიქა რძე, 2 ცალი ბანანი, ავოკადოს მეოთხედი, ნახევარი ჭიქა ქიშმიში. აგრეთვე, გაამდიდრეთ რაციონი კალიუმის შემცვლელი შემდეგი პროდუქტებით: კაკაო, კურაგა, თევზი, ისპანახი, შავქლიავი.
4. ადექით და 60-მდე დაითვალეთ - ასე მოიქეცით, თუ დღის განმავლობაში დიდხანს გიწევთ ჯდომა, - გვირჩევს ფიტნეს-ინსტრუქტორი კრის ფრეიტატი. ფეხზე ხშირი წამოდგომა ადამიანს იცავს მსხვილი ნაწლავის კიბოსგან. ამასთანავე, ხშირ-ხშირი წამოდგომით წელსაც დაიწვრილებთ და სისხლში ქოლესტერინის დონეც შემცირდება. უმჯობესია, ხშირ-ხშირად ადგეთ, გაიარ-გამოიაროთ.
5. მიეფიცხეთ დილის მზეს და მოერიდეთ შუადღისას, - ამბობს კანის ექიმი ჯენიფერ კიტჩინი. - რაც კანის კიბოსგან დაგიცავთ. აგრეთვე, მოერიდეთ სოლარიუმებს; იგი ცუდის მეტს არაფერს მოგიტანთ.
6. ადრე დაიძინეთ - გვირჩევს ძილის სპეციალისტი მაიკლ ბრეუსი. ვინც ღამე გვიან იძინებს, ის ადვილად სუქდება. დილით კი 5:30 უნდა დგებოდეთ. შეეჩვიეთ, რომ ერთსა და იმავე დროს გაიღვიძოთ და დაიძინოთ. ამასთანავე, ნუ მიიღებთ საკვებს 8 საათის შემდეგ.
ადრე გაღვიძებულმა დილის საუზმეს არ გამოტოვოთ, რაც ასე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ამასთანავე, ძილის წინ საძინებელი გაანიავეთ (ოთახის ტემპერატურამ 18 გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს). ნუ ჩაიცვამთ თბილ პიჟამას.
7. ფეხით სიარული მეხსიერებას აუმჯობესებს, - ამბობს ნევროლოგი არტურ კრამერი. კვირაში სამჯერ 45-წუთიანი გასეირნება უნდა მოიწყოთ. აგრეთვე, კარგია სირბილი, აერობიკა, იოგა - მცირეხნიანი, მაგრამ ყოველდღიური.
8. წარმოიდგინეთ საშინელება, რათა თავი ბედნიერად იგრძნოთ - გვირჩევს ფსიქოლოგი ტიმოტი უისონი. წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება იმ სიკეთეების გარეშე, რაც ახლა გაქვთ. შეგეშინდათ? ახლა დატკბით და შეიყვარეთ ის, რისი მფლობელიც ხართ.
9. მეტი დრო გაატარეთ მეუღლესთან ერთად - ამბობს ფსიქოლოგი სტეფან კუნცი. ზოგჯერ ბავშვების გამო ცოლები ქმრებს სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევენ და ამიტომაც ქმარს გული სხვა ქალისკენ მიუწევს. საღამოს ტელევიზორთან კი ნუ გაატარებთ, მეუღლესთან ერთად გაისეირნეთ, რომანტიკული პაემანი მოაწყვეთ.
10. ზომიერად ცხარე საკვები სასარგებლოა - გვირჩევს შეფ-მზარეული ჯენიფერ აიზერლოკი. ცხარე საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმი მალე თბება, უმჯობესდება კუჭის მოქმედება. ამასთანავე, წიწაკა c ვიტამინის საბადოა. ცხარე საკვები დღის განმავლობაში მიიღეთ, ნურც საუზმეზე და ნურც ვახშამზე. შუადღისას, მეორე საუზმეზე, შეგიძლიათ შავი შოკოლადი მიირთვათ, რაც დაღლილობის სინდრომისგან გაგათავისუფლებთ. ამასთანავე, ანტიოქსიდანტებით მდიდარი შავი შოკოლადი მხიარულ განწყობაზე დაგაყენებთ და ინფარქტისგანაც დაგიცავთ.