ბროკოლი კიბოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპიის მნიშვნელოვანი წყაროა.
ჯვაროსანთა ოჯახის ამ მცენარეში აღმოჩენილია მნიშვნელოვანი ნაერთი - სულფორაფანი, რომელსაც შეუძლია, თავიდან აგვაცილოს ბავშვებში ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება. კერძოდ, იგი მკვრივი კონსისტენციის სიმსივნეების წინააღმდეგ მოქმედებს.
მეცნიერები ადრეც საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეები ამცირებს განსაზღვრული ტიპის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს; ამჯერად კი ბილორის სამედიცინო კოლეჯში დაადგინეს, რომ სულფორაფანი მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკოზს კურნავს.
/იხილეთ სრულად: mkurnali.ge