სულ ახლახან მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ალუბლის წვენი – სიცოცხლისა და ახალგაზრდობის შეუცვლელი ელექსირია.
ამ კენკრაში ანტიოქსიდანტების იმაზე ბევრად მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ხილსა თუ ბოსტნეულში.
ნივთიერებები, რომლებიც ალუბალში შედის, ასტიმულირებს უჯრედებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ასევე, არაჩვეულებრივად ებრძვის სტრესს.
ალუბლის წვენი ხსნის ართრიტის დროს ტკივილებს, ამცირებს დიაბეტის ჩამოყალიბების რისკს, აუმჯობესებს მეხსიერებას და აჩერებს დაბერების პროცესს.
ხოლო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს შემთბარი ალუბლის წვენი – საუკეთესო წამალია.
ალუბალი ართრიტის დროს:
1 სუფრის კოვზ უკურკო ალუბალს ვასხამთ 1 ჭიქა ცხელ რძეს და ვაჩერებთ, რომ გაგრილდეს – სვით ყლუპ-ყლუპად მთელი დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 14 დღე.
უძველესი დროიდან ცნობილია კუჭის წყლულის სამკურნალოდ ალუბლის გამხმარი ფესვი.
0,5 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ლ წყალი, გააჩერეთ 4-5 საათი, შემდეგ 15 წუთი ადუღეთ და კიდევ 1 საათი გააჩერეთ. სვით 1/3 სუფრის კოვზი ნაყენი ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირა.
ალუბალი და ბალი გაყინვის შედეგად კარგავს მხოლოდ 10-12% სასარგებლო თვისებას, ხოლო ახლად მოხარშულ კომპოტებში – 15%-მდე. დაკონსერვებული კომპოტები და მურაბები არ კარგავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ის 80%-ით ინარჩუნებს მათ.
ასევე იხილეთ:
სილამაზის აღმოსავლური ელექსირი - დღითი დღე თვალშისაცემი ეფექტით
უკვდავების ელექსირი ნივრისა და შავი ღვინისგან
უნიკალური გამაახალგაზრდავებელი ელექსირი – აქრობს ჭაღარასაც კი!
მარადიული ახალგაზრდობის აღმოსავლური ელექსირი
ბიომასტიმულირებელი ალოეს წვენისგან მომზადებული ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის ელექსირი