როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქალი? 22 რჩევა ლეგენდარული დიზაინერებისგან
როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქალი? 22 რჩევა ლეგენდარული დიზაინერებისგან
იყო ქალი – ხელოვნებაა. თითოეულს თავისი ხრიკი, განსაკუთრებული შარმი და არომატი აქვს. მაგრამ ვერავინ ისე კარგად ვერ ერკვევა ქალის მიმზიდველობასა და სილამაზეში, როგორც მოდის ლეგენდარული კანონმდებლები.
დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ მათ შეძლეს, ყველაზე ღრმად ჩაწვდომოდნენ ქალის ბუნებას. ამიტომაც ღირს, მოვისმინოთ ლეგენდარული დიზაინერების რჩევები.

ნამდვილი ქალი უნდა იყოს მავნე და კაპრიზული. კრისტიან დიორი

ასაკი ქალისთვის არ არის ყველაზე მთავარი: ის შეიძლება იყოს მომაჯადოებელი 20 წლის ასაკში, მიმზიდველი - 40-ის და დარჩე განუმეორებელი სიცოცხლის ბოლომდე. კოკო შანელი

ხელები – ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი – მისი პასპორტი, ხოლო მკერდი – ვიზა. კოკო შანელი

ფეხსაცმელზე ზრუნვა არასოდეს არის გადაჭარბებული. ძალიან ბევრი ქალი თვლის, რომ ის არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ქალის ელეგანტურობის რეალური მტკიცებულება მაინც ის არის, რაც ფეხზე აცვია. კრისტიან დიორი

ქალის საუკეთესო მოდური აქსესუარი – ლამაზი მამაკაცია! კოკო შანელი

ნუ ჩაუღრმავდებით ტრენდებს. ნუ მისცემთ უფლებას მოდას, იბატონოს თქვენზე. თავად გადაწყვიტეთ, ვინ ხართ და რა გსურთ გამოხატოთ თქვენი სამოსითა და ცხოვრების წესით. ჯანი ვერსაჩე

ყოველი შეჭმული ლუკმა პირში 2 წუთი რჩება, კუჭში - 2 საათი, ხოლო თეძოებში - 2 თვე. კრისტიან დიორი

იყო ელეგანტური, არ ნიშნავს, იყო თვალშისაცემი; ეს ნიშნავს, დარჩე მეხსიერებაში. ჯორჯო არმანი

სუნამო – ეს ქალის ინდივიდუალურობის განუმეორებელი ნაწილი და იმიჯის ბოლო შტრიხია. კრისტიან დიორი

აქსესუარების არჩევისას, მოიხსენით ის, რაც ბოლოს გაიკეთეთ. კოკო შანელი

ის, რასაც თქვენ იცვამთ, ნიშნავს იმას, როგორ წარუდგენთ საკუთარ თავს სამყაროს, განსაკუთრებით ახლა, როცა ადამიანებს შორის კონტაქტები ასეთი სწრაფია. მოდა – ეს ბუნებრივი ენაა, რომელიც თარგმანის გარეშეც გასაგებია. მიუჩა პრადა

თუ დაგრეხილი ფეხები გაქვთ – ატარეთ ღრმა დეკოლტე. კრისტიან დიორი

იარეთ ყოველთვის ისე, თითქოს უკან სამი მამაკაცი მოგყვებოდეთ. ოსკარ დე ლა რენტა

თქვენ ვერ შეძლებთ გააყალბოთ ეშხი, მაგრამ შეგიძლიათ იყოთ ეშხიანი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყალბ ქურქში. კარლ ლაგერფელდი

ულამაზო ქალი არ არსებობს – არსებობს ზარმაცი ქალი. კოკო შანელი

რაც უფრო ცუდად მისდის ქალს საქმე, მით უკეთ უნდა გამოიყურებოდეს ის. კოკო შანელი

ფეხსაცმელი თქვენი გამომეტყველებისა და სხეულის ტრანსფორმაციას ახდენს. მას აყავხართ მაღლა, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. კრისტიან ლუბუტენი

კარგად შეკერილი კაბა ნებისმიერ ქალს უხდება. წერტილი! კოკო შანელი

სილამაზეზე ზრუნვა გულისა და სულისგან უნდა დაიწყოთ, სხვაგვარად ვერანაირი კოსმეტიკა ვერ გიშველით. კოკო შანელი

შეიძინეთ ნაკლები, აირჩიეთ საუკეთესო და გააკეთეთ ეს თავად! ვივიენ ვესტვუდი

მოერიდეთ ორიგინალურობას. ქალის მოდაში ორიგინალურობამ შესაძლოა მასკარადამდე მიგვიყვანოს. კოკო შანელი

არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც ზედმეტად მდიდრული სამოსი. კოკო შანელი

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ქეთამ ტანსაცმლის ახალი კოლექციის ჩვენება ოლივიასთან ერთად გამართა (+ფოტოები)
14:04 / 07-12-2016
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ქეთამ საკუთარი ბრენდი KETIone დააარსა და დიზაინერებთან ერთად ქმნის სამოსს.
გენიალური კოკო შანელის განსაცვიფრებელი აპარტამენტები
12:04 / 10-02-2016
ლეგენდარული კოკო შანელის დახვეწილობა, რასაკვირველია, მის სახლშიც იგრძნობა. ამის დასტურია ეს ფოტოები, რომლებზეც მისი აპარტამენტებია ასახული, პარიზული სასტუმრო "რიციდან". აქ გაატარა კოკომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 35 წელი.
როგორ იქმნება "მის დიორის" ულამაზესი ჩანთა – ვიდეო, რომელიც ყველა ქალს ააღელვებს
16:04 / 07-09-2015
როცა ისეთ დახვეწილ და ძვირად ღირებულ აქსესუარს ეხები, როგორიც დიორის ჩანთაა, ალბათ, ერთხელ მაინც დაფიქრდები, რა ხელი და როგორ ქმნის ამ სილამაზეს?
დევიდ კომას ისტორია - ქართველი დიზაინერი, რომელიც მეგავარსკვლავებს აცმევს
13:45 / 01-05-2015
დევიდ კომაზე, იმავე დავით კომახიძეზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ, თუმცა მისი ინტერვიუ ქართული პრესის ფურცლებზე იშვიათად ჩნდება. თუმცა, მისი ნათლია, "პალიტრა მედიის" ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე მის შესახებ საინტერესო დეტალებს ჰყვება.
ქეთა თოფურიას ბრენდის, KETI ONE-ის კოლექციის პირველი კადრები (+ფოტო)
12:06 / 14-11-2014
რუსული შოუბიზნესის პოპ-ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში საკუთარი დიზაინით შექმნილი კოლექციის ფოტოები გამოაქვეყნა.
ვარსკვლავები OSCAR DE LA RENTA-ს საუკეთესო კაბებში (+ფოტო)
17:34 / 21-10-2014
დღეს 83 წლის ასაკში უკურნებელი სენისგან გარდაიცვალა ცნობილი დიზაინერი ოსკარ დე ლა რენტა.
სექსუალური მეგან ფოქსი ქართველი დიზაინერის კაბაში
13:57 / 31-07-2014
ევროპასა თუ ამერიკაში სულ უფრო პოპულარული ხდება ქართული წარმოშობის დიზაინერი დევიდ კომა (კომახიძე).
Giambattista Valli Couture-ის კოლექციის 15 შოკისმომგვრელი კაბა (+ფოტო)
12:15 / 09-07-2014
პარიზის მაღალი მოდის კვირეულის მეორე დღე Giambattista Valli-ს ჩვენებას დაეთმო. 47 წლის დიზაინერმა მაყურებელს უძვირფასესი საღამოს კაბები წარუდგინა და კვლავ დაამტკიცა თავისი უნიკალური ნიჭი ფერების კომბინაციაში.
marchesa - ბრენდი, რომლის გარეშეც ჰოლივუდის ლამაზმანებს ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენიათ (+ ფოტო)
15:00 / 26-03-2014
მოდის სახლი marchesa თავისი არსებობის სულ რაღაც 10 წელიწადს ითვლის
სინდი კროუფორდი დევიდ კომას კაბაში
11:47 / 21-03-2014
დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე, იგივე დევიდ კომა, სულ უფრო პოპულარული ხდება დასავლელ სელებრითებში.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი