უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ქეთამ საკუთარი ბრენდი KETIone დააარსა და დიზაინერებთან ერთად ქმნის სამოსს.
ეს წარმატებული ნაბიჯი გამოდგა, რადგან ქეთას სტილი ყოველთვის გამოირჩეოდა, რუსულ ესტრადაზე არაერთხელ დაასახელეს ყველაზე გემოვნებიან მომღერლად და შესაბამისად, მისი გემოვნებით და ფანტაზიით წარმოდგენილი სამოსიც მოთხოვნადი შეიძლებოდა ყოფილიყო. ქეთასთვის კიდევ ერთი ბიძგი აღმოჩნდა ქალიშვილ ოლივიას დაბადება, რომელმაც უბიძგა საბავშვო ხაზის შექმნისკენ.
ბრენდის ახალი კოლექციის ჩვენება 5 დეკემბერს გაიმართა და ქეთამ ის ქალიშვილ ოლივიასთან ერთად გახსნა. დარბაზში დედაც გულშემატკივრობდა.
2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის სამოსის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა და დიდი მოწონებაც მოჰყვა კრიტიკოსთა მხრიდან. ფოტოები ჩვენებიდან იხილეთ mshoblebi.ge-ზე...