ამის დაჯერება ძნელია, მაგრამ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიზაინერი 50 წლის გახდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მარკ ჯეიკობსი – საკუთარი ბრენდების Marc Jacobs, marc by Marc Jacobs და ფრანგული მოდის სახლის Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორია. ის ასევე სათავეში უდგას Diet Coke-ის მარკას (მარკი სასმლის რეკლამაშიც მონაწილეობს) და მას კინოშიც იღებენ.
და კიდევ 10 ფაქტი, რომელიც ალბათ ბევრმა არ იცის დიზაინერის შესახებ:
1. ის გამოჩნდა მულტსერიალ "სიმპსონებში" და ამის პატივსაცემად სვირინგიც გაიკეთა.
2. მას აქვს ტატუ თავისი ძაღლის, დეიზის მოსაგონრად.
3. რადგან სვირინგებზე ვსაუბრობთ, აქვე აღვნიშნავთ, რომ მარკს ამოსვირინგებული აქვს სპანჯ ბობი, დივანი და კანფეტები M&M.
4. ის გიჟდება სერიალზე South Park.
5. მისი საუკეთესო დაქალები არიან – უაინონა რაიდერი და სოფია კოპოლა.
6. მხოლოდ მან შეძლო დაეთანხმებინა კეიტ მოსი, მონაწილეობა მიეღო Louis Vuitton-ის ჩვენებაში. ეს ერთადეთი შოუ იყო, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ მოდელი კვლავ დადგა პოდიუმზე.
7. ის ხვდებოდა პორნოვარსკვლავ ჰარი ლუისს.
8. მან შეძლო, უარი ეთქვა ნარკოტიკებზე.
9. მარკ ჯეიკობსი – საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერია.
10. მისი დიზაინით შეკერილ სამოსს იცვამს მიშელ ობამა.
მარკ ჯეიკობსი არა მარტო ნოვატორული და სუპერმომგებიანი კოლექციებით არის ცნობილი, არამედ ექსტრავაგანტური გარეგნობითაც. მას უყვარს საზოგადოების გაოცება – უცნაურ კოსტიუმებში გამოჩენა და სარეკლამო რგოლებში გაშიშვლება. ხოლო სხეულზე მრავალფეროვანი და მრავლობითი სვირინგი დიზაინერის საფირმო ნიშანი გახდა.
რამდენიმე წლის წინ მარკ ჯეიკობსი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა - გრძელი, ხვეული, კუდად შეკრული თმა, ტომრისებური ტანსაცმელი და რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი. მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ ის საკუთარ გარეგნობაზე არ ზრუნავდა:
"რა მნიშვნელობა აქვს? 16 საათს სტუდიაში ვატარებ და იქ ვერავინ მხედავს." – ამბობდა დიზაინერი ადრეულ ინტერვიუებში.
უცნობია, რამ აიძულა მოდელიერს, შეეცვალა აზრი (სავარაუდოდ, სიყვარულმა), მაგრამ 2006 წლიდან მან გადაწყვიტა, რადიკალურად შეცვლილიყო. მარკმა რაციონიდან მთლიანად გამორიცხა ყავა, შაქარი, ცომეული და რძის ნაწარმი და სპორტს მისდია. მისი დაუღალავი შრომის შედეგი სახეზეა. თუმცა რაღა გავაგრძელოთ, საკუთარი თვალით ნახეთ ცნობილი დიზაინერის მეტამორფოზის ამსახველი კადრები.
იხილეთ ფოტოგალერეა