ძალზე ძვირად ღირებული სამოსი აბერებს - ასე იტყოდა კოკო შანელი...
ძალზე ძვირად ღირებული სამოსი აბერებს - ასე იტყოდა კოკო შანელი...
ელეგანტური სისადავე – სტილი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან - ეს კოკო შანელის სტილია. ლეგენდარული კოკო უკვე წლებია, რაც თაობების იდეალად რჩება და მანამ სამყარო მისი პირველი ბუტიკის გახსნის ასი წლის იუბილესთვის ემზადება, გამომცემლობა Naïve გამოსცემს კომიქსების წიგნს მე-20 საუკუნის ცნობილი დიზაინერის ცხოვრების შესახებ.

ეს გამოცემა შევა მსოფლიოს გამოჩენილი ქალბატონების
ადმი მიძღვნილი წიგნების სერიაში, რომელთა შორისაც იყვნენ: აისიდორა დუნკანი, ვირჯინია ვულფი და დაიან ფოსი. წიგნის ილუსტრაციები ბერნარდ ჩიკოლინის ეკუთვნის, ტექსტი კი – პასკალ ფრეის. კოკოს თაყვანისმცემლებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ გაბრიელ შანელის (კოკოს ნამდვილი სახელი) ცხოვრების ყველა ეტაპს, დაწყებული მისი ბავშვობითა და პირველი სიყვარულით, დამთავრებული საყოველთაო აღიარებით.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ცნობილმა მადმუაზელმა, თავისი 87-წლიანი ცხოვრების მანძილზე, ქალბატონებს ჩაცმის უზადო სტილი, შანელის სუნამოს განუმეორებელი არომატი, მოდის სახლი და შეუფასებელი რჩევები უსახსოვრა, რომელთა უმეტესობაც დროთა განმავლობაში ერთგვარ აფორიზმებადაც კი იქცა!

გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

... მოდა შემოდის, სტილი რჩება.

... მოდა არის ის, რაც გადადის მოდიდან.

... აი, თურმე რა ყოფილა აღიარება: სიმარტოვე!

... ყველაფერი ჩვენს ხელშია. ამიტომაც ისინი არასდროს უნდა დავუშვათ!

... მოდა არქიტექტურას ჰგავს: მთელი საქმე პროპორციებშია.

... ძალზე ძვირად ღირებული სამოსი აბერებს.

... ყველა ქალს ის ასაკი გააჩნია, რასაც იმსახურებს.

... სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან; სამაგიეროდ, სიყვარული გვიცავს სიბერისგან.

... ძნელია, გაუფუჭო ხასიათი ღია ფერებში ჩაცმულ ქალს.

... სად უნდა წავისვათ კოსმეტიკა? იქ, სადაც გინდათ, რომ გაკოცონ.

... ჭეშმარიტი ხელგაშლილობა უმადურობის შეუმჩნევლობაშია.

... არსებობს დრო მუშაობისთვის და დრო - სიყვარულისთვის. სხვა რამისთვის დრო აღარ რჩება.

... მიყვარს, როდესაც მოდა ქუჩაში გადის, მაგრამ არ ვუშვებ, რომ ის იქიდან შემოვიდეს.

... თუკი უფრთებოდ დაიბადეთ, ნუ შეუშლით ხელს მათ ზრდას.

... 20 წლის ასაკში სახე ბუნებისგან გაქვთ ბოძებული, 50 წლის ასაკში მას თავად ქმნით.

... სენ-ლორანს შესანიშნავი გემოვნება აქვს. რაც მეტად მბაძავს, მით უფრო ხვეწს მას.

... არ ვიცი, რატომ ითხოვენ ქალები ყველაფერს, რაც მამაკაცებს გააჩნიათ. ქალებს ხომ, ყველაფერთან ერთად, მამაკაცებიც ჰყავთ.

... თუკი რომელიმე ქალის სილამაზემ მოგაჯადოვათ, მაგრამ ვერ იხსენებთ, თუ რა ეცვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას იდეალურად ეცვა.

... არ არსებობენ ულამაზო ქალები, არსებობენ ზარმაცები.

... აქსესუარების შერჩევისას მოიხსენით ის, რაც უკანასკნელად მოირგეთ.

... რაც უფრო ცუდად აქვს ქალს საქმე, მით უფრო უკეთესად უნდა გამოიყურებოდეს.

... ქალი, რომელიც კოსმეტიკას არ ხმარობს, ძალიან მაღალი წარმოდგენისაა საკუთარ თავზე.

... ქალი ნერვიულობს მომავალზე, სანამ გათხოვდება, მამაკაცი კი - მხოლოდ დაქორწინების შემდეგ.

... ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი – პასპორტი, მკერდი კი – საზღვარგარეთის პასპორტი.

... სილამაზეზე ზრუნვა გულიდან და სულიდან უნდა დაიწყოს. სხვა შემთხვევაში კოსმეტიკა ვერაფერს გიშველით.

.... სუნამოს უფრო მეტის თქმა შეუძლია ქალზე, ვიდრე მის ნაწერს.

... როგორც უნდა ვატრიალოთ, ქალი მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთია, დანარჩენები მისი ჩრდილები არიან.

... არასდროს მოგეცემა მეორე შანსი, რომ მოახდინო პირველი შთაბეჭდილება.

... ქალმა ისე უნდა ჩაიცვას, რომ მისი გახდა გსიამოვნებდეს.

... ნამდვილი ბედნიერება არ ღირს ძვირი: თუ მისთვის ზედმეტად დიდი საფასურის გადახდა გიწევთ, მაშინ ის ყალბია.

... მიმიფურთხებია, თქვენ რას იფიქრებთ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩემზე, რადგან მე საერთოდ არ ვფიქრობ თქვენზე.

... თუ გინდათ, გქონდეთ ის, რაც არასდროს გქონიათ, უნდა გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ!

... სილამაზე იმისთვის გვჭირდება, რომ მამაკაცებს ვუყვარდეთ; სისულელე კი - იმისთვის, რომ მამაკაცები შევიყვაროთ!

ია ბერიაშვილი

ჟურნალი "... და ქალი"  (მაისის ნომერი)
კომენტარები (2)
ირინა
კარგია.....
ლილე
კარგიააა მომეწონაააააა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ქეთამ ტანსაცმლის ახალი კოლექციის ჩვენება ოლივიასთან ერთად გამართა (+ფოტოები)
14:04 / 07-12-2016
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ქეთამ საკუთარი ბრენდი KETIone დააარსა და დიზაინერებთან ერთად ქმნის სამოსს.
გენიალური კოკო შანელის განსაცვიფრებელი აპარტამენტები
12:04 / 10-02-2016
ლეგენდარული კოკო შანელის დახვეწილობა, რასაკვირველია, მის სახლშიც იგრძნობა. ამის დასტურია ეს ფოტოები, რომლებზეც მისი აპარტამენტებია ასახული, პარიზული სასტუმრო "რიციდან". აქ გაატარა კოკომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 35 წელი.
როგორ იქმნება "მის დიორის" ულამაზესი ჩანთა – ვიდეო, რომელიც ყველა ქალს ააღელვებს
16:04 / 07-09-2015
როცა ისეთ დახვეწილ და ძვირად ღირებულ აქსესუარს ეხები, როგორიც დიორის ჩანთაა, ალბათ, ერთხელ მაინც დაფიქრდები, რა ხელი და როგორ ქმნის ამ სილამაზეს?
როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქალი? 22 რჩევა ლეგენდარული დიზაინერებისგან
16:06 / 29-06-2015
იყო ქალი – ხელოვნებაა. თითოეულს თავისი ხრიკი, განსაკუთრებული შარმი და არომატი აქვს. მაგრამ ვერავინ ისე კარგად ვერ ერკვევა ქალის მიმზიდველობასა და სილამაზეში, როგორც მოდის ლეგენდარული კანონმდებლები.
დევიდ კომას ისტორია - ქართველი დიზაინერი, რომელიც მეგავარსკვლავებს აცმევს
13:45 / 01-05-2015
დევიდ კომაზე, იმავე დავით კომახიძეზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ, თუმცა მისი ინტერვიუ ქართული პრესის ფურცლებზე იშვიათად ჩნდება. თუმცა, მისი ნათლია, "პალიტრა მედიის" ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე მის შესახებ საინტერესო დეტალებს ჰყვება.
ქეთა თოფურიას ბრენდის, KETI ONE-ის კოლექციის პირველი კადრები (+ფოტო)
12:06 / 14-11-2014
რუსული შოუბიზნესის პოპ-ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში საკუთარი დიზაინით შექმნილი კოლექციის ფოტოები გამოაქვეყნა.
ვარსკვლავები OSCAR DE LA RENTA-ს საუკეთესო კაბებში (+ფოტო)
17:34 / 21-10-2014
დღეს 83 წლის ასაკში უკურნებელი სენისგან გარდაიცვალა ცნობილი დიზაინერი ოსკარ დე ლა რენტა.
სექსუალური მეგან ფოქსი ქართველი დიზაინერის კაბაში
13:57 / 31-07-2014
ევროპასა თუ ამერიკაში სულ უფრო პოპულარული ხდება ქართული წარმოშობის დიზაინერი დევიდ კომა (კომახიძე).
Giambattista Valli Couture-ის კოლექციის 15 შოკისმომგვრელი კაბა (+ფოტო)
12:15 / 09-07-2014
პარიზის მაღალი მოდის კვირეულის მეორე დღე Giambattista Valli-ს ჩვენებას დაეთმო. 47 წლის დიზაინერმა მაყურებელს უძვირფასესი საღამოს კაბები წარუდგინა და კვლავ დაამტკიცა თავისი უნიკალური ნიჭი ფერების კომბინაციაში.
marchesa - ბრენდი, რომლის გარეშეც ჰოლივუდის ლამაზმანებს ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენიათ (+ ფოტო)
15:00 / 26-03-2014
მოდის სახლი marchesa თავისი არსებობის სულ რაღაც 10 წელიწადს ითვლის
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი