გერმანელმა მოდელიერმა კარლ ლაგერფელდმა განაცხადა, რომ სიამოვნებით მოიყვანდა ცოლად საკუთარ კატას. ფისუნია შუპეტის მიმართ განსაკუთრებულ გრძნობებზე დიზაინერმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
იხილეთ ფოტოგალერეა
"ჯერჯერობით არ არსებობს კანონი, რომელიც ადამიანისა და ცხოველის ქორწინებას ითვალისწინებს, მაგრამ ისე ვერასოდეს შევიყვარებ ვერავის, როგორც ჩემს კატას", - ამბობს ლაგერფელდი.
ექსცენტრიკული მოდელიერი ყველაფრისთვის მზად არის, ოღონდ ფუმფულა შუპეტმა თავი კარგად იგრძნოს. სიამის ჯიშის კატას საკუთარი Twitter-იც აქვს, სადაც 27 ათასზე მეტი მეგობარი ჰყავს. გარდა ამისა, შუპეტს უვლის სამი ძიძა. ასევე, ცნობილმა კუტურიემ საყვარელ ცხოველს საკუთარი თვითმფრინავიც შეუძინა იმისათვის, რომ პატრონთან ერთად მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს.
კარლ ლაგერფელდს არც ის ანერვიულებს, რომ შესაძლოა, შუპეტი პატრონზე მეტად პოპულარული გახდეს და ის დაჩრდილოს.
შეგახსენებთ, რომ თავის 79 წლის ასაკში კარლ ლაგერფელდი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და შესაბამისად, არც შვილები ჰყავს. 1989 წლიდან, ანუ მას მერე, რაც დიზაინერის საყვარელი შიდსით გარდაიცვალა, აღარავისთან ჰქონია რომანი.
მასალის წყარო: Independent