დევიდ კომა Thierry Mugler-ის არტ-დირექტორი გახდა - ქართველი დიზაინერი ახლა საფრანგეთს იპყრობს
დევიდ კომა Thierry Mugler-ის არტ-დირექტორი გახდა - ქართველი დიზაინერი ახლა საფრანგეთს იპყრობს
დევიდ კომას არტ-დირექტორად დანიშვნა, გადაჭარბების გარეშე, ინტერნაციონალურ მოვლენად იქცა.

28 წლის ქართველი დიზაინერი (მისი სრული გვარია კომახიძე) სანკტ-პეტერბურგში საცხოვრებლად ჯერ კიდევ ბავშვობაში გადავიდა, სადაც ხელოვნებას შეისწავლიდა. სწავლა შემდეგ ლონდონში გააგრძელა, საბოლოოდ კი ფრანგული ბრენდის სათავეში აღმოჩნდა.

Thierry Mugler-ი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა დიზაინერი შეძლებს ბრენდის გამოცოცხლებას. არადა, მოდის სახლს საწუწუნო თითქოს არაფერი ჰქონდა. კომამდე ეს თანამდებობა ნიკოლა ფორმიკეტის ეკავა, რომელიც სამუშაოდ "დიზელში" გადავიდა.

თუ ბოლო პარფიუმით ვიმსჯელებთ, რომელიც გამომწვარ ხის კასრებშია გამოყვანილი, ბრენდის საქმე კარგად მიდის. მეორე მხრივ, ლედი გაგა, ნაომი
You must have Flash Player installed in order to see this player.
კემპბელი, ნატალია ვოდიანოვა, რიჰანა და კიდევ პლანეტის ათეულობით ულამაზესი ქალბატონი დევიდ კომას ტანსაცმელს ატარებენ. ასე რომ, ახალ არტ-დირექტორს საშუალება მიეცა, კიდევ ბევრი ვარსკვლავი მოიზიდოს.

დევიდ კომა: " Mugler-ის არტ-დირექტორის თანამდებობაზე მუშაობა დიდი პატივია. ჩემთვის ეს ყველაზე ექსტრაორინარული მოდის სახლია, მკვეთრად თამამი მემკვიდრეობით".

Mugler-ის სახელით, დევიდ კომას პირველი კოლექციის ჩვენება 2014 წლის ივნისშია დაგეგმილი.

ეკა ჩიკვაიძე 


კომენტარები (6)
nina
Saqartveloshi rom darcheniliyo "kai"bichebi dascinebdnen da sheidzleba dakarguliyo kidec.yochag,carmatebebi
მარიონელა
თუ რაიმემ გამაოცა, ეს ტერი მიუგლერის ტანსაცმლის გამაოგნებელი ხარისხი იყო, როცა მისი კოლექცია ვნახე. მისი პიჯაკები ალამაზებს ნებისმიერ დანგრეულ კომპლექციას. ხარისხი ბევრად აჭარბებს ყველა ცნობილ ბრენდს...
კოკო
კი, ქართველის თვალებით იყურება :)))
ლიკა
ისე, ეს კარგა ხნის წინანდელი ინფოა
ქქქ
ვაიმეეე სნამ სტატიას ცავიკიტხავდიიი ვიფიქრე ეს ბიცჰი უეცჰველი ქარტველიატო და აჰაა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
Top 10 ფილმი მოდაზე
14:49 / 30-05-2017
,,ლაგერფელდის საიდუმლოებანი" Lagerfeld. Confidential
ელი სააბი - ყველაზე ცნობილი ლიბანელი დიზაინერის უცნობი ოჯახი და შვილები, რომლებმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრეს
12:46 / 14-04-2017
ამ ლიბანელი დიზაინერის სახელი უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. მის მიერ შექმნილი საღამოს თუ საქორწილო კაბები ჯერ კიდევ მისი კარიერის დასაწყისში მოირგეს ყველაზე ცნობილმა ქალბატონებმა. მსოფლიო საქორწილო მოდამ მისი წყალობით უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ.
ქეთამ ტანსაცმლის ახალი კოლექციის ჩვენება ოლივიასთან ერთად გამართა (+ფოტოები)
14:04 / 07-12-2016
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ქეთამ საკუთარი ბრენდი KETIone დააარსა და დიზაინერებთან ერთად ქმნის სამოსს.
გენიალური კოკო შანელის განსაცვიფრებელი აპარტამენტები
12:04 / 10-02-2016
ლეგენდარული კოკო შანელის დახვეწილობა, რასაკვირველია, მის სახლშიც იგრძნობა. ამის დასტურია ეს ფოტოები, რომლებზეც მისი აპარტამენტებია ასახული, პარიზული სასტუმრო "რიციდან". აქ გაატარა კოკომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 35 წელი.
როგორ იქმნება "მის დიორის" ულამაზესი ჩანთა – ვიდეო, რომელიც ყველა ქალს ააღელვებს
16:04 / 07-09-2015
როცა ისეთ დახვეწილ და ძვირად ღირებულ აქსესუარს ეხები, როგორიც დიორის ჩანთაა, ალბათ, ერთხელ მაინც დაფიქრდები, რა ხელი და როგორ ქმნის ამ სილამაზეს?
როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქალი? 22 რჩევა ლეგენდარული დიზაინერებისგან
16:06 / 29-06-2015
იყო ქალი – ხელოვნებაა. თითოეულს თავისი ხრიკი, განსაკუთრებული შარმი და არომატი აქვს. მაგრამ ვერავინ ისე კარგად ვერ ერკვევა ქალის მიმზიდველობასა და სილამაზეში, როგორც მოდის ლეგენდარული კანონმდებლები.
დევიდ კომას ისტორია - ქართველი დიზაინერი, რომელიც მეგავარსკვლავებს აცმევს
13:45 / 01-05-2015
დევიდ კომაზე, იმავე დავით კომახიძეზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ, თუმცა მისი ინტერვიუ ქართული პრესის ფურცლებზე იშვიათად ჩნდება. თუმცა, მისი ნათლია, "პალიტრა მედიის" ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე მის შესახებ საინტერესო დეტალებს ჰყვება.
ქეთა თოფურიას ბრენდის, KETI ONE-ის კოლექციის პირველი კადრები (+ფოტო)
12:06 / 14-11-2014
რუსული შოუბიზნესის პოპ-ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში საკუთარი დიზაინით შექმნილი კოლექციის ფოტოები გამოაქვეყნა.
ვარსკვლავები OSCAR DE LA RENTA-ს საუკეთესო კაბებში (+ფოტო)
17:34 / 21-10-2014
დღეს 83 წლის ასაკში უკურნებელი სენისგან გარდაიცვალა ცნობილი დიზაინერი ოსკარ დე ლა რენტა.
სექსუალური მეგან ფოქსი ქართველი დიზაინერის კაბაში
13:57 / 31-07-2014
ევროპასა თუ ამერიკაში სულ უფრო პოპულარული ხდება ქართული წარმოშობის დიზაინერი დევიდ კომა (კომახიძე).
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი