ევროპასა თუ ამერიკაში სულ უფრო პოპულარული ხდება ქართული წარმოშობის დიზაინერი დევიდ კომა (კომახიძე).
დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა ამჯერად ამერიკელი მოდელი და მსახიობი მეგან ფოქსი ერთ-ერთი ელიტარული საღამოსთვის ულამაზეს შავ, ტყავის ქვედატანში და ტოპში შემოსა და ფოტო საკუთარ ”ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს, ცნობილი ქალბატონები სასცენო იმიჯისთვის თუ წითელი ხალიჩებისთვის სულ უფრო ხშირად მიმართავენ დევიდ კომას ორიგინალურ მოდელებს.